ქეთევან თურაზაშვილი – გუშინ მთელმა ქვეყანამ ნახა წინასწარ დაგეგმილი სპეცოპერაცია ს წინააღმდეგ, რომელიც განხორციელდა „ქართული ოცნების“ მიერ

გუშინ საზოგადოებამ, მთელმა ქვეყანამ ნახა წინასწარ დაგეგმილი სპეცოპერაცია ს წინააღმდეგ, რომელიც განხორციელდა „ქართული ოცნების“ მიერ, წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციის საფუძველზე, – ასე გამოეხმაურა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი ქეთევან თურაზაშვილი, თანაგუნდელის ალეკო ელისაშვილის დაკავებას.
მისი განცხადებით, ოპოზიციის ლიდერების დაკავების პარალელურად, ძალადობრივად დაკავებული, ნაცემი და დასახიჩრებული ახალგაზრდების ფაქტების გამოსაძიებლად გამოძიება არაფერს აკეთებს.
„არც ერთი საქმე გამოძიებული არაა, რომელიც ეხება ჩვენ ახალგაზრდებს და მათ დამტვრეულ ძვლებს. ახალგაზრდებს დევნიან, ასახიჩრებენ, ხოლო ჩვენი პოლიცია არაფერს არ აკეთებს ამ მიმართულებით.
მინდა შეგახსენოთ და მოვუწოდო ყველა ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს, რომ თქვენი ვალდებულება მოქალაქეების დაცვაა და არა მათი დევნა. აბსოლუტურად ყველა მოძალადე დაისჯება, ისევე როგორც, დაისჯება ყველა ვინც ჩვენ ევროპულ მომავალს ხელს უშლის. ეს იცოდეთ და ამიტომ სანამ გვიან არ არის, დადექით სწორ მხარეს, დაიცავით მოქალაქეები და არა .
ამასთანავე, მოვითხოვ აქციის დაკავებული მონაწილეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ე.წ. სამართალდამცველი სტრუქტურების მიერ განხორციელებული ძალადობის ყველა ფაქტის გამოძიებას და პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლებას,“ – განაცხადა თურაზაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – „ოცნებაში“ კარგად იციან, რომ საგამოძიებო კომისია, რომელიც პროტესტანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გამოძიებას შეეხება, მიგვიყვანს საკითხზე, ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება

ვახტანგ ძაბირაძე – სალომე ზურაბიშვილმა თავისი როლის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ხაზარაძე-ჯაფარიძის ნაკლები აქტიურობა კი შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ რაღაც გეგმაზე ფიქრობენ, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, პოლიტიკიდან გავიდნენ