“სასაცილო უნივერსიტეტები, რომლებიც რახანია პოლიტიკური გემოვნებით აყალიბებენ მმართველობის მთელ იერარქიას,
ოდეერებით იმართებიან, მაგრამ პოლიტიკურ პროცესებს ემიჯნებიან…
რაო, სტერილურ სტუდენტებს ზრდით?
სტერილურ იურისტებს,
სტერილურ ეკონომისტებს,
ამ არასტერილურ გარემოში…
ხელები მერხებზე უდევთ ლექციებზე, თუ ზურგსუკან?
წარმოდგენაც კი სასაცილოა…
უნივერსიტეტის იდეის შეურაცხმყოფელიც კი!
ვინმე ფიქრობს, რომ ამით ვინმეს თვალში რამე ღირსებას მოიპოვებთ?
შეფების ყოვლისმხედველ თვალში – გასაგებია…
ფიქრობთ, ვინმე დაგიჯერებთ, რომ აკადემიური პროცესების ხარისხზე ზრუნავთ?
რაო, ჩუმ-ჩუმად გასცემთ სტუდენტებს პასუხებს?
თუ არ დაგისვამენ კითხვებს?
როგორ და რა უნდა ასწავლოთ იმათ, ვინც პატივს არ გცემთ?
რაღაცას, მგონი, მივხვდი…
ფარისევლობა…
ფარისევლობა…
ყავლგასული ფარისევლობა…
იცით, ოდესმე მოვყვები საინტერესო ამბებს…
აუცილებლად…
ბევრს…
და არა მარტო უნივერსიტეტებზე…” – წერს სოციალურ ქსელში “შეაჩერე კორუფცია” -ს დამფუძნებელი ქეთევან ენუქიძე.