ქეთევან ენუქიძე: ვისაც ჰგონია, რომ ნიუ იორკ თაიმსი არის წიუმენის რადიო; ან ვინც ფიქრობს, რომ ნაცებმა ჩანერგეს იქ თავისი კაცი; მერე ის მიზანმიმართულად მივიდა რაზმაძესთან და მას დააცდენინა ან დააბრალა რამე, ამ ტიპზე უარესია

ორგანიზაცია “შეაჩერე კორუფციის” დამფუძნებელი, ქეთევან ენუქიძე:
ვისაც ჰგონია, რომ ნიუ იორკ თაიმსი არის წიუმენის რადიო; ან ვინც ფიქრობს, რომ ნაცებმა ჩანერგეს იქ თავისი კაცი; მერე ის მიზანმიმართულად მივიდა დიდ მამულიშვილ, მეცნიერ, საზოგადო მოღვაწე და ა. შ. რაზმაძესთან და მას დააცდენინა ან დააბრალა რამე, ამ ტიპზე უარესია.
მე არ მინახავს ისტორიული წყაროები…
მე ვიცი, შიშით და სიხარბით რომ ყიდდნენ ქვეყანას, მაგრამ არ ვიცი, რამდენს უყვარდა თემურ-ლენგი, შაჰ-აბასი და აღა-მაჰმად-ხანი…
როგორც პუტინი უყვართ…
თან ისე, რომ უკრაინის პრეზიდენტი შეიძულეს, როგორ ბედავს ხელის შებრუნებასო.
საკუთარს რა დამართეს და როგორ ქოლავენ, ამასაც ვუყურებთ.
ხოდა, არ ვიცი-მეთქი წყაროები…
ვინც იცით, თქვით რა!
ყოფილა რამე ასეთი?
რომელიმე ქართველს უყვარდა შაჰ-აბასი?!
ეგრევე “სტრანა დურაკოვ” უნდა დავიწერო და პოლიტიკური თავშესაფარი მოვითხოვო, თუნდაც მადაგასკარზე!

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალები ოკუპირებულ ყირიმში, ჯანკოის სადგურის მახლობლად, რუსულ მატარებელს დაესხნენ თავს, რომელითაც საწვავი მასალები გადაჰქონდა (ვიდეო)

პენიტენციური სამსახური საკანში დაპირისპირებაზე – გამოკვეთილი გარემოებები აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა, პენიტენციურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და გიორგი ბაჩიაშვილი შეთანხმებულად მოქმედებდნენ