ქეთევან ენუქიძე: დაბურულ ავტობუსს ამხელა ვნებათღელვა არ მიჰყვებოდა, ფადიშაჰის შვილი რომ არ შეეყვანათ ბაზაზე…

“მე არც შემაწუხა და არც გამაკვირვა ამ ავტობუსებით ბიჭების გადაყვანამ…
ყურადღებასაც არ მივაქცევდი და სხვების წყენაც მოულოდნელი იქნებოდა…
მაგრამ ვფიქრობ, ამ დაბურულ ავტობუსს ამხელა ვნებათღელვა არ მიჰყვებოდა, ფადიშაჰის შვილი რომ არ შეეყვანათ ბაზაზე…
იქ თუ დაირღვა სტანდარტი, აქაც დაერღვიათ…
მით უმეტეს, რომ ეს ბიჭები ჩვეულებრივი ფეხბურთელები არ არიან ჩვენთვის…
მაგრამ ქოცი არის ქოცი!
მათ გვითხრეს, რომ ვინმეს სახალხოობაზე თათი თვითონ უდევთ…
იგრძნობა ქვეტექსტში…
მე მეშინია, დღეს, 22.00-ზე, კიდევ რამე სირობა არ ჩაიდინონ.
კიდევ მეშინია, ხალხს გული არ აუცრუონ…
არ მსიამოვნებს ამაზე ფიქრიც კი…
განცდა, რომ გართმევენ საყვარელ ადამიანებს, მძიმეა და, ფაქტია, რომ თითქმის ყველა სტატუსში იკითხება…
და რა უცნაურია, რომ ეს ბიჭები გერმანიაში უფრო ახლოს იყვნენ ხალხთან, ვიდრე საქართველოში….”, – წერს სოციალურ ქსელში “შეაჩერე კორუფცია” -ს  დამფუძნებელი ქეთევან ენუქიძე.