ქედის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გობრონეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ოთხი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა.
როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, დაშავებულები ქედის მუნიციპალიტეტის კლინიკაში არიან გადაყვანილი.
ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.