ქაშმირში ტერაქტის შემდეგ ინდოეთი პაკისტანთან დიპლომატიურ კავშირებს ამცირებს

ჯამუსა და ქაშმირში 30-მდე ადამიანის ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპვის შემდეგ ინდოეთი, – რომელიც ოფიციალურ ისლამაბადს თავდასხმაში მონაწილეობაში სდებს ბრალს, – პაკისტანთან დიპლომატიურ ურთიერთობებს მნიშვნელოვნად ამცირებს.
23 აპრილს ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდი მთავრობის სხდომა გამართა, რასაც მოჰყვა არაერთი ნაბიჯი, მათ შორის სამოგზაურო შეზღუდვების დაწესება.
ინდოეთის საგარეო მდივანმა ვიკრამ მისრიმ ასევე განაცხადა, რომ ახალი დელი აჩერებს „ინდის წყლის შეთანხმებაში“ მონაწილებას – ეს არის 1960 წელს ორ ქვეყანას შორის მსოფლიო ბანკის შუამავლობით წყალთან დაკავშირებულ მიღწეული შეთანხმება, რომელიც პაკისტანს რამდენიმე მდინარის წყლების გამოყენების უფლებას აძლევს.
ახალ დელიში ს უმაღლესი კომისიის – დიპლომატიური მისიის, იგივე საელჩოს – თავდაცვის მრჩეველი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადეს და ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს.
ისლამაბადში ინდოეთის უმაღლესი კომისიის თანამშრომელთა რაოდენობა 55-დან 30-მდე მცირდება.
ორ ქვეყანას შორის მთავარი სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაუყოვნებლივ იკეტება და პაკისტანის მოქალაქეები ვეღარ შეძლებენ სპეციალური ვიზებით ინდოეთში მოგზაურობას.
წინა დღეს, 22 აპრილს, 26 ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ტურისტების ჯგუფს ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირის ტერიტორიაზე.
თავდასხმა მოხდა პაჰალგამში, ჰიმალაის მთებში მდებარე პატარა ქალაქში, რომელიც თავისი ლამაზი ხედებითაა ცნობილი და მას „ინდოეთის შვეიცარიასაც“ უწოდებენ ხოლმე.
პასუხისმგებლობა თავდასხმაზე აიღო ნაკლებად ცნობილმა სამხედრო დაჯგუფებამ, სახელად „ქაშმირის წინააღმდეგობა“.
მათ სოციალური მედიით გამოაქვეყნეს განცხადება, რომელშიც უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რომ 85000-ზე მეტი „გარედან ჩამოსული“ დასახლდა რეგიონში, რამაც გამოიწვია „დემოგრაფიული ცვლილება“.
ინდოეთის სადაზვერვო სამსახურები ამბობენ, რომ „ქაშმირის წინააღმდეგობა“, – ასევე ცნობილი, როგორც „წინააღმდეგობის ფრონტი“, – ემსახურება პაკისტანში დაფუძნებული მილიტარისტული, ტერორისტული ორგანიზაციების ინტერესებს, როგორიცაა, მაგალითდ, „ლაშქარ-ე-თაიბა“. ინდოეთის გარდა, „ლაშქარ-ე-თაიბას“ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ , დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია, , იაპონია, , ევროკავშირი და გაეროს უშიშროების საბჭო.
პაკისტანი უარყოფს ქაშმირში „მილიტარისტული ძალადობის მხარდაჭერას“ და ამბობს, რომ იგი მხოლოდ „მორალურ, პოლიტიკურ და დიპლომატიურ“ მხარდაჭერას ახორციელებს.
ინდოეთის თავდაცვის მინისტრმა რაჯნათ სინგჰმა პირობა დადო, რომ „ძალიან ხმამაღალ პასუხს გასცემს“ თავდასხმის უკან მდგართ.
„ჩვენ მივწვდებით არამხოლოდ მათ, ვინც განახორციელა ეს აქტი, არამედ მათაც, ვინც კულისებიდან მოამზადა ასეთი ამაზრზენი ქმედებები ინდოეთის მიწაზე“, – განაცხადა მან.
მინისტრს პაკისტანი არ უხსენებია, თუმცა ახალი დელი დიდი ხანია, ჯამუსა და ქაშმირში ტერორიზმის მხარდაჭერაში სწორედ ისლამაბადს ადანაშაულებს და წარსულში აღნიშნულ ტერიტორიაზე ტერაქტების შემდეგ მეზობლის მიმართულებით არაერთხელ განუხორციელებია საპასუხო თავდასხმები.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ცნობები ტერაქტის შესახებ „ძალიან შემაშფოთებელი“ იყო. „შეერთებული შტატები ძლიერად უჭერს მხარს ინდოეთს ტერორიზმის წინააღმდეგ“, – დაწერა მან.
ფორუმი