ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს გადასცემს, ამ დიდ საქმეს კი სამადაშვილი, პატარაია და დეკანოიძე აპროტესტებენ
„დღეს ცნობილი გახდა, რომ ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს. ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის კი, დამატებით 30 მილიონით დააჯილდოებს.
ეს არის ახალი სიცოცხლე ქართული ფეხბურთისათვის და რა თქმა უნდა, ამ დიდ საქმეს ურეპუტაციონი – სალომე სამადაშვილი, ბაია პატარაია და ხატია დეკანოიძე აპროტესტებენ“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, სადაც ფული ფიგურირებს, ყველგან პოლიტიკური ინტერესების ყიდვა-გაყიდვა ელანდებათ. მეგრელიშვილი მიმართავს სამადაშვილს, პატარაიასა და დეკანოიძეს, გაიხსენონ, თავად რამდენად, სად და რატომ გაიყიდნენ.
„დღეს ცნობილი გახდა, რომ ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს. ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის კი, დამატებით 30 მილიონით დააჯილდოებს.
ეს არის ახალი სიცოცხლე ქართული ფეხბურთისათვის და რა თქმა უნდა, ამ დიდ საქმეს ურეპუტაციონი – სალომე სამადაშვილი, ბაია პატარაია და ხატია დეკანოიძე აპროტესტებენ. ისინი ფეხბურთელებს მოსყიდულებს უწოდებენ.
თუმცა „ქურდს ქუდი ეწვის”! ასეთია ფულზე გაყიდული სალომე სამადაშვილის, ბაია პატარაიასა და ხატია დეკანოიძის საქმე!
ყველგან, სადაც ფული ფიგურირებს, იქ გარიგება და პოლიტიკური ინტერესების ყიდვა-გაყიდვა ეჩვენებათ.
მინაწერი: გოგონებო, არაფერი პირადული, უბრალოდ, გაიხსენეთ და გადათვალეთ – ბოლოს რამდენად, სად და რატომ გაიყიდეთ?!” – წერს თამთა მეგრელიშვილი.