ქართულ საკლუბო ბიზნესში მოქმედი Status Group-ი მეშვიდე ფილიალის გახსნას ნიუ-იორკში გეგმავს

Status Group მეშვიდე ფილიალის გახსნას ნიუ-იორკში გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, ალექსანდრე რამიშვილმა, BMGTV-ს გადაცემაში “საქმიანი დილა” განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე თბილისის მასშტაბით სხვადასხვა დასახელებისა 6 ობიექტს ფლობს, რომელიც საკლუბო ბიზნესში ოპერირებს, მეშვიდე ობიექტის გახსნა კი საზღვარგარეთ, კერძოდ ამერიკაში, ნიუ-იორკშია დაგეგმილი.
“ახალი ობიექტის დამატებას საზღვარგარეთ კერძოდ ნიუ იორკში ვფიქრობთ, სადაც რამდენიმე სწრაფი კვების ობიექტი გვაქვს, თუმცა დიდი კლუბი ან რესტორანი ჯერ არ გვქონია.
ჯერ კონკრეტული დეტალები არ ვიცი. სექტემბერში ამერიკაში მაქვს ბიზნესპარტნიორებთან და ინვესტორებთან შეხვედრა დაგეგმილი, სადაც ყველა დეტალს გავივლით. თუმცა ვიცი, რომ ეს იქნება კლუბის ტიპის ობიექტი, სადაც ევროპული კერძები და ქართული ღვინო იქნება შეთავაზებაში”,- განაცხადა რამიშვილმა.
მისივე ცნობით, პროექტის განხორციელებისათვის დაახლოებით, 2 მლნ დოლარია დაგეგმილი. ამასთან, შესაძლებლობიდან გამომდინარე, ადგილზე ქართველების დასაქმება იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ Status Group აერთიანებს, შპს 17-ს, შპს Villa georgia-ს, შპს. ა.მ.ჯ გრუპს, შპს დალასს, შპს დალასს და შპს სექტორი 17-ს.

ასევე დაგაინტერესებთ