“ქართულ ოცნებაში” შეიძლება ბუნტმა იფეთქოს“ –

“ქართულ ოცნებაში” შეიძლება ბუნტმა იფეთქოს“ –
პარლამენტარი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
“ქართულ ოცნებაში” შეიძლება ბუნტმა იფეთქოს. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის კანონპროექტში, რომელსაც მთავრობა სულ მალე შემოიტანს პარლამენტში, სახელმწიფო მოხელე მამკაცებს, მათ შორის დეპუტატებს ეკრძალებათ ბეჭდის ტარება, გარდა საქორწინო, სტანდარტული ფორმის ბეჭდისა. არაფორმალურად ურჩევიათ დეპუტატებისათვის, რომ მოერიდონ “ბაბოჩკიანი” ფეხსაცმლების ჩაცმას, წინდების გარეშე სიარულს და ყელზე ძეკვების გამოსაჩენ ადგილზე ჩამოკიდებას, გარდა ნათლობის ჯვრისა.
სოლმოუთქმელად ველოდები ამ კანონპროექტს. მხარს დავუჭერ, თუ რომელიმე დეპუტატი ქალი ან კაცი ან საკრებულოს ათასობით წევრიდან ერთი მაინც “ქართული ოცნებიდან” განაცხადებს, რომ ლგბტ პროპაგანდის შედეგად შეიცვლა სექსუალური ორიენტაცია.
ისე, ვინმეს რომ უბრძანონ დაიბრალეო? არც ესაა გამორიცხული ამათ ხელში.😀

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)