„ქართულ ოცნებას“ ისეთი მხარდაჭერა, როგორც დღეს აქვს, 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია, ეს არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია მშვიდობის შენარჩუნება და კვლევებიც ამაზე მეტყველებს – კალაძე

„ქართულ ოცნებას“ ისეთი მხარდაჭერა, როგორც დღეს აქვს, 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია, ეს არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია მშვიდობის შენარჩუნება და კვლევებიც ამაზე მეტყველებს – კალაძე
„ქართულ ოცნებას“ ასეთი მხარდაჭერა, როგორც დღეს აქვს, 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, მ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც შეუძლია, მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რაზეც კვლევებიც მეტყველებს.
„ჩემთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ხალხის დამოკიდებულება, როდესაც ქუჩაში დავდივართ, ყველაფერი, რასაც ვგრძნობთ. მარტო თბილისში ხომ არ დავდივართ, მთელი ქვეყნის მასშტაბით გვაქვს შეხვედრები. უამრავ ადამიანს ვხვდებით და სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, „ქართულ ოცნებას“ ასეთი მხარდაჭერა, როგორც დღეს აქვს, 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია, რადგან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ჯერ კიდევ არსებულ საფრთხეებს ძალიან კარგად ხედავს. კარგად ხედავს იმ რადიკალურ პოლიტიკურ პარტიებს, რომელთა მთავარი მიზანია, ქვეყანაში გამოიწვიონ დესტაბილიზაცია, არეულობა. შესაბამისად, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც შეუძლია მშვიდობის შენარჩუნება, მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ეს არის „ქართული ოცნება“ და კვლევებიც ამაზე მეტყველებს“, – განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სამწუხაროა, რომ ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს 9 მაისი – ევროპის დღის და ფაშიზმზე გამარჯვების აღნიშვნა ერთმანეთს არ უნდა გამორიცხავდეს

ირაკლი ფავლენიშვილი – ორგანიზაცია, „ქართული ოცნება“, დგას ნარატივზე, რომ დასავლეთი მთავარი ამრევია და ჰგონიათ, ასეთი განცხადებების ფონზე მათი დასავლეთისგან იზოლირება არ მოხდება – შედეგი სამწუხარო იქნება