ქართულ ენაზე გამოიცა იაპონელი ხალხისთვის უმნიშვნელოვანესი ტექსტი – „კოჯიკი“ ანუ „ძველი ამბების ჩანაწერები“

თავისუფალი უნივერსიტეტის იაპონური მიმართულებისა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) თანამშრომლობით, 2022 წლიდან ინიციირებული იაპონიის შემსწავლელი ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ქართულ ენაზე გამოიცა იაპონელი ხალხისთვის უმნიშვნელოვანესი ტექსტი – „კოჯიკი“ ანუ „ძველი ამბების ჩანაწერები“.
„კოჯიკი“ იაპონიის ისტორიის შესახებ უძველესი მითების და ლეგენდების კრებულია, რომლის ნაწილი შინტოიზმისთვის წმინდა ტექსტად ითვლება. ტექსტი წიგნი მოიცავს მითოლოგიურ გადმოცემებს იაპონიის შექმნის შესახებ, რომელსაც მოსდევს სხვადასხვა ამბავი იძანაგისა და იძანამის, უამრავი ღვთაების, სუსანოოს ბრძოლის, ოკუნინუშის თუ ნინიგის შესახებ.
“„კოჯიკის“ კომიქსი პირველად ითარგმნა იაპონურიდან ქართულად და ის კომიქსის უცხო ენაზე გამოცემული პირველი თარგმანია მსოფლიოში.
„კოჯიკის“ ტექსტი ქართულად თარგმნეს თავისუფალი უნივერსიტეტის იაპონური მიმართულების სტუდენტებმა: ნინო კვაშილავამ, გიორგი სანიკიძემ, მარიამ ტოგონიძემ, გიგი ნემსაძემ, კესო ხმიადაშვილმა, ანანო ბულიამ, ვახტანგ გვენეტაძემ. თარგმანზე ასევე მუშაობდნენ იაპონური მიმართულების ლექტორები: ქეთევან ჩიკვაიძე, მარიამ კოხრეიძე, თინათინ გამყრელიძე.
„კოჯიკი“ გამოცემულია თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობის მიერ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მხარდაჭერით”, – ნათქვამია თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ