ქართულ ბანკებში უცხოეთის მოქალაქეთა დეპოზიტები რეკორდულად, 8 მლრდ ლარამდე გაიზარდა

ქართულ ბანკებში უცხოეთის მოქალაქეთა დეპოზიტები რეკორდულად, 8 მლრდ ლარამდე გაიზარდა
ქართულ ბანკებში არარეზიდენტი ფიზიკური პირების დეპოზიტების მოცულობა 2024 წლის მარტის მდგომარეობით 7.85 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც წინა თვესთან შედარებით 155 მილიონი ლარით მეტია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი ამ კატეგორიის დეპოზიტების ზომა 1.1 მილიარდი ლარით, ხოლო ბოლო 2 წელში 3.7 მილიარდი ლარით გაიზარდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის თანახმად, ს ფედერაციის მოქალაქეებზე არარეზიდენტთა დეპოზიტების 37% მოდიოდა.
ფიზიკური პირები ქართულ ბანკებში სულ 27.6 მილიარდ ლარს ინახავენ, შესაბამისად, მათშორის არარეზიდენტთა დეპოზიტები 28.4%-ს შეადგენს
არარეზიდენტი პირები საკუთარ დანაზოგებს ძირითადად (დეპოზიტების 83%-ს) უცხოურ ვალუტაში ინახავენ, ხოლო საქართველოს რეზიდენტი პირების დეპოზიტებში უცხოური ვალუტის წილი 57%-ია.
უცხოეთის რეზიდენტთა დეპოზიტები ქართულ ბანკებში 2015-2024 წლებში: