ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში დღემდე მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი იყო „დიფ სთეითი“ და არაფორმალური გავლენები, თუ „დიფ სთეითი“ დამარცხდება, ამ შემთხვევაში აბსოლუტურად რეალურია ურთიერთობების გადატვირთვა

ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში დღემდე მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი იყო „დიფ სთეითი“ და არაფორმალური გავლენები, თუ „დიფ სთეითი“ დამარცხდება, ამ შემთხვევაში აბსოლუტურად რეალურია ურთიერთობების გადატვირთვა
ძალიან ბევრი ადამიანი იმედით შეჰყურებს -ის ახალ ადმინისტრაციას და პირველ რიგში, ეს იმედები არის დაკავშირებული ს ძალიან ამბიციურ განაცხადთან, რომელიც უკავშირდება „დიფ სთეითის“ დამარცხებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს სურს ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლება კონკრეტული გზამკვლევით.
„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ გვაქვს სურვილი, თვისებრივად გადავტვირთოთ ჩვენი პარტნიორობა და ურთიერთობები -თან. მეტიც, განვაცხადეთ, რომ ჩვენ გვინდა, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. საქმეზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულნი და ორივე მხარემ, როგორც საქართველომ, ისე აშშ-მ უნდა იცოდეს, რა ხელშესახები შედეგები მოაქვს სტრატეგიულ პარტნიორობას. ჩვენ ფურცელზე გვქონდა წლების განმავლობაში სტრატეგიული პარტნიორობა, რომელსაც არ მოჰქონდა არავითარი ხელშესახები შედეგი.
გვსურს, სტრატეგიული პარტნიორობის განახლება და ვამბობთ, რომ ეს პარტნიორობა უნდა იყოს დაკავშირებული კონკრეტულ შედეგებთან, როგორც ერთი, ისე მეორე ქვეყნისთვის. ზოგადად, ძალიან ბევრი ადამიანი იმედით შეჰყურებს ახალ ადმინისტრაციას და პირველ რიგში, ეს იმედები არის დაკავშირებული ძალიან ამბიციურ განაცხადთან, რომელიც უკავშირდება „დიფ სთეითის“ დამარცხებას. თუ კი რაიმე პრობლემები შეიქმნა მსოფლიოში, თუ დაირღვა მშვიდობა არაერთ ქვეყანაში, თუ ხდება ის, რაც ხდება ში, განადგურდა ჩვენი მეგობარი ქვეყანა, ეს ყველაფერი არის „დიფ სთეითის“ პოლიტიკის შედეგი და დონალდ ტრამპმა ამ კუთხით გააკეთა ძალიან ამბიციური განაცხადი, მან თქვა, რომ ან „დიფ სთეითი“ დაანგრევს აშშ-ს, ან აშშ დაანგრევს და მოერევა „დიფ სთეითს“. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობთ მეორე მიმართულებას, იმედი გვაქვს, რომ დაამარცხებს „დიფ სთეითს“, -აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, თუ ეს ასე მოხდება, ეს პირდაპირ დაეტყობა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, ვინაიდან, დღემდე მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი აღნიშნულ ურთიერთობებში იყო „დიფ სთეითი“.
„დღემდე მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი ჩვენს ურთიერთობებში იყო „დიფ სთეითი“ და არაფორმალური გავლენები, გლობალური ომის პარტია. თუ გლობალური ომის პარტია დამარცხდება, „დიფ სთეითი“ დამარცხდება, ამ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად რეალურია ურთიერთობების გადატვირთვა. ჩვენ ვართ იმედიანად განწყობილნი, გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველიც ასე ვფიქრობ, იმედია, გამართლდება ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას

ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემაზე,„ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონემდე, „ალტ ინფო“ – „ლელოს“ დონემდე, ორივე არის ფსკერზე, ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით

პრემიერი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე – ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და რაც ძალიან კარგია – არ გამოსდით ეს ყველაფერი, ამის იქით ვერ მიდიან, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, უცხოელი აგენტები, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ

Eagle Hills-ის პროექტი უპრეცედენტო წვლილს შეიტანს ჩვენი ეკონომიკის შემდგომ სტიმულირებაში, ეს არ არის ნამახვანის დრო, როდესაც კონკრეტულმა სპეკულიანტებმა მოახერხეს საქართველოსთვის ზიანის მიყენება, დღეს სახელმწიფო სულ სხვა სიმაღლეზეა, ყველგან იქნება დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები – ეს შეეხება ჰესებს, მშენებლობის სექტორს თუ ნებისმიერი სხვა პროექტის განხორციელებას