„ქართულმა ოცნებამ” თვითმმართველობის არჩევნები მოიგო. ოპოზიციამ რომ გაიმარჯვა ეს ფაქტი არ არის – ნიკა ობოლაძე

„ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრმა, ნიკა ობოლაძემ „ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პირდაპირი ეთერი” 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მმართველმა პარტიამ ყველაფრის მიუხედავად მოიგო და ის, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვა, “ეს ფაქტი არ არის”.
„ჩვენ არ უნდა მოვიტყუოთ თავი და არ უნდა ვთქვათ, რომ “ქართული ოცნების” მხარდამჭერები არ არსებობენ, ან ორგანიზებულები არ არიან. გადამწყვეტად ჩვენ არ მოგვიგია ეს , ამის შემდეგ ჩვენ წავედით ბოიკოტში…… კარგი არჩევნები, რაც ახლა ჩატარდა, 2025 წლის თვითმმართველობის, არც ახლა იყო, მაგრამ “ოცნებამ” მოიგო. გაყალბდა, მაგრამ მოიგო. ამაზე ბევრად 2024-ის გაყალბდა გასაგებია, იმიტომ, რომ ახლა არ დასჭირდათ, მაგრამ ზოგადად, ოპოზიციამ რომ გაიმარჯვა ეს ფაქტი არ არის”, – განაცხადა ობოლაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ესენი ხომ თავის თავზე არ არიან დამოკიდებულები. ეტყვიან შედი-შევლენ, ეტყვიან გაიყავით-გაიყოფიან, ეტყვიან ეჩხუბეთ ერთმანეთს- იჩხუბებენ, ეტყვიან შენ უნდა მოგიხდეს ეს ფერი-შენ ეს. ამას ხომ ყურმოჭრილად აკეთებენ

როგორც კი ძალადობრივი სცენარი მარცხით სრულდება, პარტიული ხელმძღვანელობა დისტანცირდება უშუალო მონაწილეებისგან, ხოლო მათთან ლოიალური მედია ქმნის ალიბს, რათა შეინარჩუნონ ლიდერების ნაწილი მაინც და თავიდან აიცილონ მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობა