ქართული ღვინის 69% რუსეთში გადის

საქართველომ 2023 წელს ექსპორტზე 259 039 130 მლნ დოლარის ღვინო (ყურძნის ნატურალური ღვინოები) გაიტანა, რაც 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელს 2.6%-ით აღემატება. საქართველოდან 2023 წელს ჯამში, სხვადასხვა ქვეყანაში 89 509.88 ათას ტონაზე მეტი ღვინო გაიყიდა.
ექსპორტის ღირებულების მცირედით ზრდის მიუხედავად, ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანილი ღვინის მოცულობა თითქმის 12%-ით შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ღვინის ღირებულება იყო გაზრდილი, რამაც დააკომპენსირა შემცირებული საექსპორტო მოცულობა.
„ექსპორტის რაოდენობრივმა კლებამ, 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 12% შეადგინა. რაოდენობრივი შემცირების ფონზე, ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების მატება განპირობებულია ქართული ღვინის საექსპორტო ფასის ზრდით, რაც წარმოადგენს უმთავრეს განმსაზღვრელ მაჩვენებელს“, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
ღვინის ეროვნულ სააგენტოში იმასაც აღნიშნავენ, რომ კოვიდპანდემიის პერიოდში ღვინის ფასის კლების შემდეგ, 2023 წელს საექსპორტო ფასის ზრდა პირველად დაფიქსირდა და თუ 2022 წელს 1 ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 2.48 დოლარი იყო, 2023 წელს ფასი 2.89 დოლარი გახდა.
სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე იმ სტრატეგიულ ბაზრებზეა საუბარი, საიდანაც გასულ წელს ექსპორტიდან შემოსავლები გაიზარდა: კორეის რესპუბლიკა – 60%, გერმანია – 43%, – 6%, პოლონეთი – 3%, იაპონია – 1%.
სააგენტოს ცნობით, მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა სპირტიანი სასმელების ექსპორტის მაჩვენებელში: მსოფლიოს 54 ქვეყანაში ექსპორტირებულია 196,2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 31,5 მილიონი ლიტრი სპირტიანი სასმელები – შემოსავლები 42%-ით, ხოლო ექსპორტის რაოდენობა 55%-ით არის გაზრდილი.
ღვინისა და ვაზის საერთაშორისო ორგანიზაცია OIV-ის მონაცემებით, ღვინის გლობალური მოხმარება კლებულობს. ბოლო წლების განმავლობაში (2017-2022) ღვინის მოხმარება შემცირებულია, საშუალოდ, 6% პროცენტით.
პრემიუმ ღვინის სეგმენტი (ფასი 10 აშშ დოლარი ან მეტი ბოთლზე) გაიზარდა, ხოლო დაბალფასიანი ღვინის (ფასი 10 აშშ დოლარზე ნაკლები ბოთლზე) მოხმარება საგრძნობლად შემცირდა.
გთავაზობთ TOP3 ექსპორტიორ ქვეყანას ბოლო ხუთი წლის მონაცემების მიხედვით.
2023 წლის მონაცემების თანახმად ქვეყნიდან 89,509 ტონა ღვინის ექსპორტი მოხდა, აქედან 62,282 (69%) ტონა ს ფედერაციაში გავიდა.
რუსეთი- 43,113.62ტ ($133 225 900); -8,194.95ტ ($23 052 400); ჩინეთი-5,204.20ტ ($ 18 863 540)
რუსეთი- 41,127.17ტ ($119 558 320); უკრაინა -8,818.33ტ ($23 781 400); პოლონეთი-4,036.72ტ ($ 11 287 740)
რუსეთი- 47,355.36ტ ($130 755 940); უკრაინა -9,634.24ტ ($25 151 950); პოლონეთი-5,012.22ტ ($ 13 892 78)
რუსეთი- 69,905.54ტ ($160 838 220); პოლონეთი -6,594.26ტ ($14 565 610); უკრაინა-5,973.54ტ ($ 13 612 020)
რუსეთი- 62,282.75ტ ($168 304 340); პოლონეთი -5,973.97ტ ($15 046 580); უკრაინა-5,188.53ტ ($ 14 481 380)
ბოლო ხუთი წლის საერთო მონაცემებს გთავაზობთ ცხრილის სახით:

ასევე დაგაინტერესებთ