მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, ქართული ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 15.8%-ით შემცირდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს ექსპორტზე გავიდა 195.8 მლნ დოლარის ღირებულების 67 535 ტონა ქართული ღვინოს, 2025 წლის რვა თვეში კი 164.9 მლნ დოლარის ღირებულების (56 219 ტონა) ღვინოა ექსპორტირებულია.
აღსანიშნავია, რომ წელს საანგარიშო პერიოდში ქართული ღვინის საექსპორტო ფასი გადასახადების გარეშე მცირედით, 1.4%-ით გაიზარდა. ასე მაგალითად, შარშან თუ 1 ლიტრის საშუალო ფასი 2.89 დოლარი იყო, წელს 2.93 დოლარია.
წელს ღვინის ადგილობრივ ექსპორტში ძირითადი წილი კვლავ რუსეთზე მოდიოდა. კერძოდ, რუსეთის წილი ქართული ღვინის ექსპორტში 62.6% იყო.
უფრო დეტალურად, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში ქართული ღვინის ხუთი მთავარი საექსპორტო ბაზარი ასე გამოიყურებოდა:
· რუსეთი – 103.3 მლნ დოლარის 37 503 ტონა;
· პოლონეთი – 11.5 მლნ აშშ დოლარის 4 694 ტონა;
· უკრაინა – 8.22 მლნ აშშ დოლარის 2 963 ტონა;
· ჩინეთი – 6.49 მლნ აშშ დოლარის 2 020 ტონა;
· ყაზახეთი – 5.85 მლნ აშშ დოლარის 1 777 ტონა.
bpn.ge
