ქართული სპორტი, კულტურა, არქიტექტურა, მეცნიერება და უამრავი მოქალაქე გადაარჩინა ბიძინა ივანიშვილმა და არასდროს უკან არ მოუთხოვია სარგებელი – ძალიან კარგია, რომ ამხელა მოტივაციას უჩენს ფეხბურთელებს

ქართული სპორტი, კულტურა, არქიტექტურა, მეცნიერება და უამრავი მოქალაქე გადაარჩინა ბიძინა ივანიშვილმა და არასდროს უკან არ მოუთხოვია სარგებელი – ძალიან კარგია, რომ ამხელა მოტივაციას უჩენს ფეხბურთელებს
„ხალხის ძალის“ წევრი ფონდი „ქართუს“ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თანახმად ფონდი ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის, საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს გადასცემს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის კი დამატებით 30 მლნ ლარით დააჯილდოებს.
ქადაგიძის თქმით, ძალიან კარგია, რომ მოტივაციას უჩენს ფეხბურთელებს და რომ სპორტის ეს სახეობაც არანაკლებ წარმატებული იქნება როგორც რაგბი, რადგან “ბორჯღალოსნების” მაგალითზე შეგვიძლია დავასკვნათ თუ რას ნიშნავს მზრუნველი და ერთგული პარტნიორი ფონდი “ქართუს” სახით.
„ქართული სპორტი, კულტურა, არქიტექტურა, მეცნიერება და უამრავი მოქალაქე გადაარჩინა ბიძინა ივანიშვილმა და არასდროს უკან არ მოუთხოვია სარგებელი. დღეს, რომ სტადიონებზე გუბეები, თეატრებში ნესტი და კულტურული ძეგლების მაგივრად ქვა-ღორღი არ არის, სწორედ მისი დამსახურებაა. ძალიან კარგია, რომ ამხელა მოტივაციას უჩენს ფეხბურთელებს. ეს იმას ნიშნავს, რომ სპორტის ეს სახეობაც არანაკლებ წარმატებული იქნება როგორც რაგბი, რადგან “ბორჯღალოსნების” მაგალითზე შეგვიძლია დავასკვნათ თუ რას ნიშნავს მზრუნველი და ერთგული პარტნიორი ფონდი “ქართუს” სახით. აი, თქვენ კი სვავებო, ისევ იმავე ლეშზე ისხდებით სააკაშვილის სახით და იმავე ნაგვის ქექვა მოგიწევთ, როგორც 2012 წლიდან დღემდე!“ – წერს ქადაგიძე Facebook-
Next: ასეთი მაღალი დონის სტადიონის მშენებლობის დაწყება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სპორტისთვის, არამედ – მთლიანად ქვეყნის წარმოჩენისთვის

ასევე დაგაინტერესებთ

არა რუსულ კანონს, კი ევროპას – ახალგაზრდებო, ბოლომდე გეთანხმებით ამ სლოგანში, ოღონდ, ჯერ კარგად გაერკვიეთ, სადაა რუსული კანონი და ვინ გაშორებთ ან გაახლოებთ ევროპას, თავი არავის უნდა მოატყუებინოთ

მეგობრებო, ჩვენ ვაფასებთ თქვენს აზრს, მაგრამ თქვენც უნდა გაიაზროთ ჩვენი არგუმენტები. არ მისცეთ უფლება 500 კაციან დესტრუქციულ ჯგუფებს, თქვენი პროტესტი თავიანთი ბნელი მიზნებისთვის – საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენონ