ქართული სახელმწიფო საკუთარ პრიორიტეტებს ქვეყნის ეროვნული ინტერესებით განსაზღვრავს და არ არის საინტერესო მოეწონება, თუ არა ეს რუსეთს და ამერიკას

„არის საკითხები, რომელზეც ცალსახა მტრებს შეიძლება არ ჰქონდეთ პრობლემა. პირობითად, როგორც ბატონმა მ თქვა – ვისაუბროთ ქართულად! მაგრამ, განა მათი კი ან არა უნდა იყოს გადამწყვეტი ჩვენს ეროვნულ ამბიციაში, ვისაუბროთ ქართულად?! რა თქმა უნდა, არა! ასეა და ასე იქნება ყოველ საკითხზე, ქართული სახელმწიფო საკუთარ პრიორიტეტებს ქვეყნის ეროვნული ინტერესებით განსაზღვრავს და არ არის საინტერესო მოეწონება ეს რუსეთს და ამერიკას, თუ არა,” – წერს „ხალხის ძალის“ წევრი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, დღევანდელმა ხელისუფლებამ კარგად იცის ეროვნულობის ფასი და “ხალხის ძალა” საკუთარი ეროვნული მისიით, კიდევ უფრო ამძაფრებს ამ პოლიტიკურ განცდას.
„ქართველი ერის ღირსებაა ქართული ენა! ქართველი ერის ღირსებაა აქამდე სისხლით დაცული კულტურა და ტრადიციები! ქართველის წმინდა ჯვარია განვლილი ისტორია, რთული, ეკლიანი, მაგრამ მაინც გამარჯვებული.
დღევანდელმა ხელისუფლებამ კარგად იცის ეროვნულობის ფასი და “ხალხის ძალა” საკუთარი ეროვნული მისიით, კიდევ უფრო ამძაფრებს ამ პოლიტიკურ განცდას. ჩვენ ოცდათხუთმეტ წელზე მეტია ვცდილობთ თავი დავაღწიოთ მძიმე სერვილიზმს, “ხალხის ძალამ” შეძლო და პოლიტიკაში პირველად დავალებად აქცია სახელმწიფოს ინტერესები და სახელისუფლებო გუნდთან ერთად ნიშანი მისცა ყველა სხვა გარე ძალას, რომ ჩვენთან თითის ქნევა აღარ გამოვა. დაე, მობრძანდნენ და გვესაუბრონ როგორც თანაბარს!
ამ ფონზე კიდევ უფრო მძიმეა „მეგობრების” დამოკიდებულება, ისინი ვერ ეგუებიან ჩვენს პოლიტიკურ სითამამეს და უმრავლესობას დიდი წნეხის პირობებში უწევს ქვეყნის ინტერესებისაკენ მიმავალი გზის თავზე ეკლის გვირგვინით გადავლა. მტერი მტერია! პირდაპირ იარაღმომართულიც და შეფარვით კეთილის მსურველიც, მაგრამ ქართულმა პოლიტიკამ ისწავლა მათი ამოცნობა. არის საკითხები, რომელზეც ცალსახა მტრებს შეიძლება არ ჰქონდეთ პრობლემა. პირობითად, როგორც ბატონმა მამუკა მდინარაძემ თქვა – ვისაუბროთ ქართულად! მაგრამ, განა მათი კი ან არა უნდა იყოს გადამწყვეტი ჩვენს ეროვნულ ამბიციაში, ვისაუბროთ ქართულად?! რა თქმა უნდა, არა! ასეა და ასე იქნება ყოველ საკითხზე, ქართული სახელმწიფო საკუთარ პრიორიტეტებს ქვეყნის ეროვნული ინტერესებით განსაზღვრავს და არ არის საინტერესო მოეწონება ეს რუსეთს და ამერიკას თუ არა“, – წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ