ქართული სახელმწიფოს შემდგომი დამოუკიდებელი არსებობისთვის ღირსების აქტი მიღებულია

ქართული სახელმწიფოს შემდგომი დამოუკიდებელი არსებობისთვის ღირსების აქტი მიღებულია! პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია, – წერს “ხალხის ძალის” წევრი .
მეგრელიშვილმა ახალგაზრდებს მოუწოდა არ შეუერთდნენ და აჰყვნენ უსამშობლოთა პოლიტიკურ როკვას, რადგან ამ ღირსების აქტით დღეს მათი წილი საქართველოც გადარჩა.
“ქართული სახელმწიფოს შემდგომი დამოუკიდებელი არსებობისთვის ღირსების აქტი მიღებულია! პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ვულოცავ ყველას, ვისთვისაც სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი მნიშვნელოვანია, ვულოცავ მმართველ გუნდს “ქართულ ოცნებას” და “ხალხის ძალას” რომელიც თავდაპირველად იყო ინიციატორი ამ ღირსების აქტის და რომელმაც ასევე გადამწყვეტი სიტყვა თქვა მის მიღებაში. ამ ადამიანებმა ეროვნული ამბიცია გაგვიღვიძეს, რომ “ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს”. მადლობა მათ! და მხოლოდ ერთი თხოვნა ქუჩაში გამოსულ ახალგაზრდებთან- ნუ შეუერთდებით და ნუ აყვებით უსამშობლოთა პოლიტიკურ როკვას, იცოდეთ, რომ ამ ღირსების აქტით დღეს თქვენი წილი საქართველოც გადარჩა!”- წერს მეგრელიშვილი.
Previous: ალბათ, წლების წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველო ამ მასშტაბის წინააღმდეგობის მიუხედავად შეძლებდა დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას – მამუკა მდინარაძე

ასევე დაგაინტერესებთ

“ქართული ოცნების” ყაზბეგის მერობის კანდიდატი კობა გელაძე: განსახორციელებელი პროექტების გეგმა იქნება უშუალოდ მოსახლეობასთან კომუნიკაციით, მათთან უშუალო კავშირი გვექნება როგორც პროექტის მომზადების, ისე განხორციელების დროს

კაპიტონ ჟორჟოლიანი- მხოლოდ დაბაში 800-ზე მეტი საოჯახო სასტუმროა. ბოლო პერიოდში ისეთი გზები გაკეთდა, რაც აქამდე არ ყოფილა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გზის შეყვანა ყველა სოფელში, რომ ჩვენს მოსახლეობას გადაადგილება გაუადვილდეს