ქართული საზოგადოების ოცნებები ივანიშვილის მძევალი ხდება – ბასი

პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ჯონ ბასის განცხადებით, საქართველოს საზოგადოების მისწრაფებები და ოცნებები ს „უკმაყოფილების მძევალია“.
ამის შესახებ ჯონ ბასმა 24 ივნისს გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ჯონ ბასი საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩია. ის ამ თანამდებობაზე სწორედ იმ პერიოდში მუშაობდა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა (2011).
ჯონ ბასის თქმით, საქართველო ნატოს წევრი გახდება მაშინ, როცა მოკავშირეები შეაფასებენ, რომ ქვეყანა მზად არის შეასრულოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები, მათ შორის დაიცვას დემოკრატიული მმართველობის ფუნდამენტურია პრინციპები, ისეთი, როგორიცაა ხალხის თავისუფალი ნება აირჩიოს საკუთარი ლიდერები.
როგორც ჯონ ბასი ამბობს, მას შემდეგ, რაც ის საქართველოში ელჩი იყო (2009-2012 წლებში), არ უნახავთ საქართველოს პროგრესი ამ მიზნების მისაღწევად.
„როგორც აშშ-ს ელჩისთვის, რომელიც ძალიან ბევრს მუშაობდა იმის უზრუნველსაყოფად, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებისთვის“ სამართლიანი კონკურენცია ყოფილიყო, ღრმად შემაშფოთებელია იმის დანახვა, რომ იგივე ჯგუფი ახლა ანადგურებს დემოკრატიული მმართველობისა და საზოგადოების საფუძვლებს.
დასასრულს ვიტყვი, რომ ღრმად შემაშფოთებელი და სამწუხაროა იმის დანახვა, რომ მთელი საზოგადოების მისწრაფებები და ოცნებები ხდება ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის, უკმაყოფილების მძევალი“, – განაცხადა ჯონ ბასმა

ასევე დაგაინტერესებთ

არჩილ თალაკვაძე ეროვნულ ნაკრებს – მადლობა გამორჩეულად კარგი ფეხბურთისთვის! ევროპულ მოედანზე თქვენ ყველას აჩვენეთ, რომ საქართველო თანასწორია და საქართველოს უძლიერესებთან თამაში შეუძლია