ქართული პრესის მიმოხილვა 13.11.2025

სამართლებრივი დევნა ოპოზიციის რიგით მე-9 ლიდერზე – რა ემუქრება გახარიას და რა საქმეებზე ედავება პროკურატურა
ევროკავშირის ელჩი კვლავ შესაძლო სავიზო შეზღუდვებზე – ანგარიში დეკემბერში გამოქვეყნდება
ევროპის მზადება რუსეთთან შესაძლო ომისთვის – სერბეთის პრეზიდენტის გაფრთხილება მოსალოდნელ კონფლიქტზე
* * *
სამართლებრივი დევნა ოპოზიციის რიგით მე-9 ლიდერზე – რა ემუქრება გახარიას და რა საქმეებზე ედავება პროკურატურა
“პროკურატურამ რიგით მეცხრე ოპოზიციონერ ლიდერზე დაიწყო სისხლის სამართლებრვი დევნა – უწყებამ ყოფილ პრემიერს გიორგი გახარიას 20 ივნისისა და ჩორჩანას საქმეზე ბრალი წაუყენა სამი მუხლით და მას 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება. უწყება სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართავს. როგორც გენპროკურორმა აღნიშნა, 2024 წლის 7 მაისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს დაევალა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. მისი თქმით, არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, მათ შორის, დაზარალებულთა მონაწილეობით, ასევე ჩატარდა ასზე მეტი ექსპერტიზა და ასეულობით მოწმე გამოიკითხა, შედეგად გიორგი გახარიას ბრალეულობა გამოიკვეთა. სექტემბერში გიორგი გახარიამ გერმანიაში ბინადრობის უფლება მიიღო და სასამართლო გადაწყვეტილებას გახარიას დაუსწრებლად მიიღებს. მის პარტიაში ამბობენ, რომ ეს სიურპრიზი არ ყოფილა და გახარიას წინააღმდეგ კიდევ ბევრ აბსურდულ ბრალდებებს ვნახავთ”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სამართლებრივი დევნა ოპოზიციის რიგით მე-9 ლიდერზე – რა ემუქრება გახარიას და რა საქმეებზე ედავება პროკურატურა.
“უწყების ინფორმაციით, 20 ივნისის მშვიდობიანი დემონსტრაცია საღამოს საათებში “ძალადობრივ აქტივობებში გადაიზარდა” და მაშინდელმა შს მინისტრმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს “ინსტრუქციისა და კანონმდებლობის უგულებელყოფით დაავალა სპეციალურ საშუალებათა ერთობლივად, პარალელურ რეჟიმში გამოყენება, ყოველგვარი გაფრთხილებისა და აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისათვის ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობის მიცემის გარეშე, რითაც ორგანიზება გაუწია მოქალაქეთათვის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას”. ბრალდების მეორე ეპიზიოდზე გიორგი გვარაკიძე ამბობს, რომ 2019 წლის 24 აგვისტოს მაშინდელმა შს მინისტრმა გახარიამ, რომელიც ასევე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და მუდმივი წევრი იყო, საბჭოს უფლებამოსილების იგნორირებით და პრემიერთან, სუს-თან შეუთანხმებლად და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირების გარეშე, სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საგუშაგოს დადგმის გადაწყვეტილება მიიღო”, – აღნიშნავს გამოცემა.
“აღნიშნული ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების საბაბად გამოიყენეს. კერძოდ, 2019 წლის 5 სექტემბერს, ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა სიმაღლეები დაიკავეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი. ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, რამაც მხარეებს შორის შექმნა შეიარაღებული სამხედრო კონფლიქტის რეალური საფრთხე. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები”, – ამბობს გვარაკიძე. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ გახარიასთვის მოქნეულ ჯოხს “ოცნება” თავში ირტყამს – ის მათი წამყვანი ფიგურა იყო, თუმცა, თუნდაც შს მინისტრობის დროს პრემიერისა და ივანიშვილის გარეშე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა”, – დასძენს გამოცემა.
“ორივე ბრალი “ოცნებას” ეკუთვნის, როცა გახარია მათი წამყვანი ფიგურა იყო, ამიტომ “ოცნება” გახარიასთვის მოქნეულ ჯოხს თავში ირტყამს. მომავალში 20 ივნისისა და ჩორჩანას საქმეზე შეიძლება “ოცნება” გაასამართლო, რადგან იქ გადაწყვეტილებას მარტო გახარია არ იღებდა, ამის დამტკიცება იოლი იქნება. შეუძლებელია შს მინისტრს, პრემიერთან შეთანხმების გარეშე ჩორჩანაში საგუშაგო დაედგა. მით უმეტეს, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, წარმოუდგენელია, რომ ჩორჩანაში საგუშაგო ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე დამდგარიყო. ეს უკვე სთვის მიუღებელი იქნებოდა და ასეთ ფაქიზ თემებზე გადაწყვეტილება ვერ მიიღებოდა რომ არა ივანიშვილთან შეთანხმებ”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“გახარია ბოიკოტს არ შეუერთდა, თავის ამომრჩევლის გული მაინც მოიგო და საზოგადოებაში შექმნა განცდა, რომ მისი პარტია ისევე, როგორც “ლელო” თავის ამომრჩეველს არ ტოვებს და მაინც დემოკრატიაზე მუშაობს. მე მგონი, ამით არიან გამწარებულები, დაუბრმავდათ თვალები და იძულებულები არიან პიროვნულ დონეზე გადავიდნენ, მაშინ როცა აქ ინსტიტუტების დონეზე ჩანს ბრალეულობა… 20 ივნისი საშინელი მოვლენა იყო, იყო ძალის გადამეტება და გახარიას წვლილიცაა, მაგრამ არაერთი ადამიანის წვლილია აქ. გვიან რომ ხდება რეაგირება, ეს პოლიტიკური ანგარიშწორებაა. რეაგირება მაშინვე არ მომხდარა, არც 20 ივნისზე და არც ჩორჩანაზე – ამის შემდეგ გახარია დაწინაურდა, პრემიერი გახდა და ამიტომ ამაზე პასუხი “ოცნებამ” უნდა აგოს, როგორც პოლიტიკურმა ძალამ”, – ამტკიცებს რესპონდენტი.
“გახარია თავიდანვე რომ თუნდაც სამსახურიდან გაეშვათ, მაშინ სხვა საკითხია, მაგრამ დაწინაურების მერე გახარიას პრაქტიკულად დადებითად ჩაეთვალა ის, რაც მოხდა 20 ივნისს და მეტი საშუალება მიეცა იმ პოლიტიკის გატარებისა, რასაც “ოცნება” ახორციელებდა. აქ “ოცნების” შურისძიებაა გახარიას წინააღმდეგ, ვერაფერი ვერ უპოვეს და იძულებულები არიან თავის წიაღში ჩადენილი გადაცდომები დაებრალებინათ, ეს “ოცნების” თვალშისაცემი სისუსტეა და წესით, მათ ეს ბუმერანგივით უნდა დაუბრუნდეთ… არ მაქვს არავითარი განცდა, რომ იქნება ვადამდელი , მათ რომ ვადამდელი სდომებოდათ, ადგილობრივთან ერთად ჩაატარებდნენ, ბარემ ნიადაგი კარგად იყო მომზადებული, ბოიკოტი კარგად მუშაობდა და ამომრჩევლებს დააბნევდნენ. ახლა რომ ვადამდელი ჩაატარონ, ამდენი კორუფციული სქემის ფონზე, ხალხი გამწარებული იქნება და “ოცნება” ვერ აიღებს, რაც მას უნდა… 2028 წლისთვის ნიადაგს ასუფთავებენ. სამწუხაროდ, ბოიკოტმა ოპოზიციის საწინააღმდეგოდ და “ოცნების” სასარგებლოდ იმუშავა. ბოიკოტმა “ლელო” და გახარია ვერ გაანადგურა, ახლა უკან აბრუნებენ ციხეში ხაზარაძე-ჯაფარიძეს და გახარიაც არ სჭირდებათ გარეთ”, – დაასკვნის ზაქარეიშვილი.
ევროკავშირის ელჩი კვლავ შესაძლო სავიზო შეზღუდვებზე – ანგარიში დეკემბერში გამოქვეყნდება
“დეკემბერში ევროკომისია გამოაქვეყნებს ვიზის შეჩერების მექანიზმის ანგარიშს, მათ შორის საქართველოსთვისაც. ამ ანგარიშს გაუზიარებენ წევრ სახელმწიფოებს და წევრი სახელმწიფოები განიხილავენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვაზე, შეეხება თუ არა ვიზალიბერალიზაციის მექანიზმის ცვლილება საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, ელჩმა უპასუხა: „ამ კითხვას ვცდილობ, არ ვუპასუხო, რადგან უბრალოდ არ მინდა სპეკულირება. რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ახალი მექანიზმი მოქმედებს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყველა იმ ქვეყნისთვის, რომლებიც ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ…” მისი თქმით, ევროკომისიამ საქართველოს ხელისუფლებას სთხოვა განმარტებები წინა ანგარიშთან დაკავშირებით და პასუხიც მიიღო, რომელიც, დამაკმაყოფილებელი არ არის”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ევროკავშირის ელჩი შესაძლო სავიზო შეზღუდვებზე კვლავ ალაპარაკდა – რა ანგარიში გამოქვეყნდება დეკემბერში.
“როგორც ყველამ ვიცით, ევროკომისიამ საქართველოს ხელისუფლებას სთხოვა განმარტებები ვიზებთან დაკავშირებული ბოლო ანგარიშიდან რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ. ევროკომისიამ მიიღო პასუხი. ეს პასუხი არ არის დამაკმაყოფილებელი. საქართველოს ხელისუფლებისგან მიღებული ამ პასუხის საფუძველზე, დეკემბერში გამოქვეყნდება ვიზების შეჩერების მექანიზმის ახალი ანგარიში”, – აღნიშნა ელჩმა. “რონდელის ფონდის” ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილის თქმით, “ყველასთვის ცნობილია, რომ დიდი ქვეყნები საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას მხარს უჭერს. ამის მიზეზები არსებობს, მათ შორის ტექნიკური. საქართველოდან ბევრი მოქალაქეა, რომელიც ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად რჩება. ასევე გაიზარდა ქართველების რიცხვი, რომლებიც იქ თავშესაფარს ითხოვენ”, – განმარტავს გოგოლაშვილი, რომლის თქმით, “ამის გარდა, როგორც ვიცით, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობა საკმაოდ პრობლემატურია”, – აღნიშნავს გამოცემა.
“აქედან გამომდინარე, შესაძლოა ამ ყველაფერმა ვიზის ანგარიშში ძალიან უარყოფითი მომენტები შეიტანოს. ასევე, არის კიდევ ინვესტორთა სქემა, რომელიც საქართველოში არსებობს. ამ სქემებით ევროკავშირი უმკაყოფილოა. სხვა ქვეყნებში და საქართველოსთან მიმართებაშიც აქვთ შენიშვნა, რომ მაგალითად, ადამიანი ძალიან მარტივად იღებს მოქალაქეობას პატარა ინვესტიციების განხორციელებით. ეს ევროკავშირს არ აწყობს, ვინაიდან ისეთი ქვეყნებიდან, სადაც ევროკავშირს უვიზო მიმოსვლა არ აქვს, ქართულ პასპორტს იღებენ და მერე უვიზოდ გადიან ევროპაში. ამის გარდა ევროკავშირი უკმაყოფილოა იმით, რომ საქართველოს უვიზო რეჟიმი აქვს გახსნილი იმ ქვეყნებთან, რომელთანაც ევროკავშირი უვიზო რეჟიმს არ ხსნის. ასეთი რამდენიმე ქვეყანაა, რომელსაც ევროკავშირი სანდოდ არ თვლის. თუმცაღა ევროკავშირის ვიზის შეჩერების საქმე მაინც წევრი ქვეყნების საქმეა… თუ იქნება პოლიტიკური ნება, რა თქმა უნდა, შეგვიჩერებენ. რთული საკითხია, რადგან არის მოსაზრება, რომ ხელისუფლების გამო ხალხი არ უნდა დაისაჯოს”, – დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.
ევროპის მზადება რუსეთთან შესაძლო ომისთვის – სერბეთის პრეზიდენტის გაფრთხილება მოსალოდნელ კონფლიქტზე
“სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, ევროპა რუსეთთან შესაძლო ომისთვის ემზადება, “რადგან ეს პერსპექტივა სულ უფრო აშკარა ხდება”. უკრაინული მედიის ცნობით, ვუჩიჩმა ამის შესახებ სერბულ ტელეარხთან განაცხადა. საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ ფაბიენ მანდონის სიტყვების კომენტირებისას, რომელმაც განაცხადა, რომ საფრანგეთის არმია “სამ-ოთხ წელიწადში რყევისთვის მზად უნდა იყოს”, ვუჩიჩმა განაცხადა, რომ “ევროპასა და რუსეთს შორის ომი სულ უფრო სავარაუდო ხდება”. “ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვები არ არის. ყველა ამისთვის ემზადება. ეს განაცხადა გენერალმა, რომელიც უკიდურესად მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანია”, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რაში გამოიხატება ევროპის მზადება რუსეთთან შესაძლო ომისთვის – სერბეთის პრეზიდენტის გაფრთხილება მოსალოდნელ კონფლიქტზე.
“ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ სერბეთი “კლდესა და ჩიხს შორის აღმოჩნდა” და რომ აუცილებელია თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება. “ჩვენ გონივრულად უნდა შევიარაღდეთ და გავაგრძელოთ მნიშვნელოვანი რესურსების ინვესტირება ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად”, – აღნიშნა სერბეთის პრეზიდენტმა. ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებით, ომის წინაპირობად პირველ რიგში შეიძლება ჩაითვალოს ომის გაგრძელების რიტორიკა. “ეს უწინარესად გამოიხატება ომის გაგრძელებისა და მისი ესკალაციის მცდელობით. მოგეხსენებათ, რუსული გაყინული აქტივებიდან 140 მილიარდის სესხად გაცემა უკრაინისთვის სურთ. თუმცა, ამის წინააღმდეგია ბელგია. ამას ასევე ეწინააღმდეგება და უნგრეთი, ვინაიდან მათ ომის გაგრძელება არ სურთ”, – თვლია აბაშიძე, რომლის თქმით, “სერბეთის პრეზიდენტის განცხადება გამოიწვია საფრთანგეთის თავდაცვის მინისტრის ნათქვამმა, რომ ევროპა 2-3 წელში უნდა მოემზადოს რუსეთთან კონფლიქტისთვის”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ეს რიტორიკა მას შემდეგ ისმის, რაც ში შეიჭრა. მოსაზრებები იყო, რომ რუსეთი ბალტიისპირეთს და ევროპის სხვა ქვეყნებს დაარტყამდა, თუმცა, საბედნიეროდ, ეს მოლოდინები არ გამართლდა, მაგრამ ვხედავთ, ჰიბრიდულ ომს აწარმოებს. ახალი ამბავი ნამდვილად არ არის, რომ ევროპას ომის გაგრძელება სურს, ამერიკას კი არა. თუმცაღა, როგორც ხდება საერთაშორისო ურთიერთობაში, რიტორიკებით ტემპერატურას მაღლა წევენ, რათა ხალხში ბუნებრივად გაჩნდეს აზრი, რომ ომი საჭირო არაა და აუცილებელია მშვიდობიანი მოლაპარაკება. მშვიდობიანი მოლაპარაკება სთან დაკავშირებით კი კვლავ ჩიხშია. ყველაფერ ამ ორომტრიალში ევროპელებისთვის ომის რიტორიკა კიდევ უფრო დამთრგუნველია. როდემდე გაგრძელდება ეს ყველაფერი, რთული სათქმელია, მაგრამ, მშვიდობისმყოფელ ტრამპზე ბევრი რამ არის დამოკიდებული”, – დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ