ქართული პრესის მიმოხილვა 06.06.2024

-ს კონგრესში საქართველოს თემის განხილვა და დიდი გამოხმაურება თბილისიდან
+3 ახალი მხარდამჭერი საქართველოზე გაეროს რეზოლუციას – რატომ შეიკავა თავი ჩინეთმა და რატომ შეცვალა პოზიცია სომხეთმა
უკრაინის ომი ახალ ფაზაში გადადის – რას შეცვლის დასავლური იარაღის ს ტერიტორიაზე გამოყენება
* * *
აშშ-ს კონგრესში საქართველოს თემის განხილვა და დიდი გამოხმაურება თბილისიდან
“აშშ-ს კონგრესზე “ჰელსინკის კომისიის” ფარგლებში საქართველოს თემაზე ჩატარებულ მოსმენას, თბილისში დიდი გამოხმაურება მოჰყვა – “ქართულმა ოცნებამ” სხდომაზე საქართველოდან ე.წ. მოწმის სახით მიწვეულებს “ორჯონიკიძეები” და მათ გამოსვლას “ჩვეულებრივი ღალატი” უწოდა. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ კონგრესში მეგობრების მხრიდან “ძალიან ზუსტი შეფასება” მოისმინეს, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. სხდომა “ჰელსინკის კომისიის” თავმჯდომარეს რესპუბლიკელ ჯო უილსონს მიჰყავდა, ის ასევე არის ავტორი საქართველოსთან დაკავშირებით შემუშავებული კანონპროექტისა “მეგობარი აქტი”. ასევე მონაწილეობა მიიღეს ფონდ “ღია საზოგადოების” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა ივანე ჩხიკვაძემ, საქართველოს ყოფილმა ელჩმა ევროკავშირში ნატალია საბანაძემ და საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა და “რენდის კორპორაციის” უფროსმა მკვლევარმა უილიამ კორტნიმ”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით აშშ-ს კონგრესში საქართველოს თემის განხილვა და დიდი გამოხმაურება თბილისიდან.
“კონგრესმენმა ჯო ვილსონმა სხდომაზე განაცხადა, რომ აშშ არ დაუშვებს საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების უპასუხოდ დატოვებას. მისი თქმით, “უცხოეთის აგენტების კანონი მხოლოდ აისბერგის წვერია”. როგორც ჯო უილსონმა განაცხადა, მიიღეს “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის წერილი, რომელსაც 4 ივნისის განხილვის ოქმს დაურთავენ. განხილვას ასევე ესწრებოდა თავად ნათელაშვილი და “ღია საზოგადოების ფონდის” ხელმძღვანელი ქეთი ხუციშვილი. ჯო უილსონის თქმით, მოსმენა ქართველი ხალხისთვის კრიტიკულ მომენტში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღების პარალელურად ხდება, მისი თქმით, კანონის ღია მიზანია დემოკრატიის ძირის გამოთხრა. “ეს მოსმენა ქართველი ერისთვის კრიტიკულ მომენტში ხდება. 1991 წელს თავისი დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვების შემდეგ, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ახლო, განუყოფელი ურთიერთობები ჩამოყალიბდა, რომლებიც დემოკრატიული პრინციპებისა და ძლიერი ევროატლანტიკური სივრცის საერთო ხედვას ეფუძნებოდა…”, – აღნიშნავს გამოცემა.
“სამწუხაროდ, ეს ძლიერი კავშირი ბოლო პერიოდში თავდასხმის საგანი გახდა მმართველი “ქართული ოცნების” მხრიდან, რომელიც პარტიის დამფუძნებელი მილიარდერი ს მიერ იმართება. “ქართულმა ოცნებამ” ღიად უარყო ქართველი ხალხის დიდი ხნის განმავლობაში არსებული დემოკრატიული და ევროატლანტიკური არჩევანი პუტინისტური “უცხოური აგენტების კანონის” პარლამენტში გატანით, თვეების განმავლობაში მიმდინარე მასობრივი პროტესტების მიუხედავად… ამ კანონის ღია მიზანია ქვეყნის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისთვისა და მედიისთვის ძირის გამოთხრა, სტიგმატიზება და უთანხმოების გამომხატველი ალტერნატიული აზრებისთვის პლატფორმების ჩახშობა. რაც უფრო უარესია, ეს “უცხოური აგენტების კანონი”, როგორც ჩანს, მთავრობის ანტიდემოკრატიული გადახვევის აისბერგის მხოლოდ მწვერვალია. დამატებითი გადაწყვეტილებები და კანონპროექტები ანადგურებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ჯერ კიდევ დარჩენილ დამოუკიდებელ ნაწილებს, ბოლომდე მიჰყავთ სასამართლო სისტემის დაპყრობა” – თქვა უილსონმა” – განაგრძობს გამოცემა.
“სამოქალაქო საზოგადოების მოქმედ პირებსა და აქტივისტებს, ისევე როგორც მათი ოჯახის წევრებს, გამუდმებით ემუქრებიან და აშინებენ, და ფიზიკურადაც თავს ესხმიან მთავრობასთან დაკავშირებული კრიმინალები. ოპოზიციის ოფისებზე თავდასხმები იყო, ისინი ვანდალურად დაამტვრიეს”, – განაცხადა უილსონმა და დასძინა: “კრიტიკულად მნიშვნელოვანია “ქართულ ოცნებას” ვაჩვენოთ, რომ ჩვენ სერიოზულები ვართ საქართველოს მოსახლეობისთვის დახმარების შესახებ როდესაც ვსაუბრობთ, რომელთანაც გვსურს პოზიტიური და თანამშრომლობითი მომავალი. მიხარია იმის თქმა, რომ “მეგობარ აქტს” ძლიერი ოპერატიული მხარდაჭერა აქვს”. კონგრესში საქართველოს შესახებ მოსმენაზე ევროკავშირში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ნატალი საბანაძემ განაცხადა, რომ კონკრეტულ პირებს უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა, რაც მოიცავს აშშ-ში ვიზის აკრძალვას და ფინანსურ სანქციებს”, – დასძენს გამოცემა.
“არსებობს დასჯის ზომები, მაგალითად სანქციები, რომლებიც, ვფიქრობ, მიზნობრივი უნდა იყოს, და პიროვნებებს უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა. ეს მოიცავს ვიზის აკრძალვებს, ეს მოიცავს ფინანსურ სანქციებს, მათ შეუძლებლობას გაგზავნონ საკუთარი შვილები ძვირადღირებულ უნივერსიტეტებში აქ აშშ-ში. ამას გავლენა აქვს კონკრეტულ ადამიანებზე და ისინი ინდივიდუალურად არიან პასუხისმგებლები… და ასევე მჯერა, რომ კიდევ ერთი გადაწყვეტილება უნდა იყოს არჩევნების სიტუაციაზე ძალიან ახლოდან დაკვირვება და არჩევნების დაკვირვებაზე გრძელვადიან პერსპექტივაში დაფიქრება. ვინაიდან, როგორც ვთქვი, მეთოდები იხვეწება. ასე აშკარა არ არის – შეიძლება იყოს – მაგრამ დიდი სისტემა არსებობს პოლიტიკური ველის უწონასწორობაში მოსაყვანად ისე, რომ საბოლოო ჯამში არჩევნები აზრს კარგავს. იქნება შეჯიბრი, ვინაიდან არიან პარტიები და ისინი მონაწილეობას მიიღებენ, მაგრამ ეს შეჯიბრი მხოლოდ ლეგიტიმურობას იძლევა და ნამდვილი ცვლილების შანსს არა. ასე რომ, ეს უნდა გაკეთდეს”, – განაცხადა საბანაძემ”, – წერს სტატიის ავტორი.
“ურთიერთობები უარესისკენ წავა თუ “ქართული ოცნება” ოქტომბრის არჩევნებს გააყალბებს, მიზნობრივმა სანქციებმა შესაძლოა საფასური გაზარდოს ივანიშვილისთვის და “ქართული ოცნებისთვის” სამომავლო რეპრესიული ზომებისთვის”, – ამის შესახებ აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ მოსმენაზე საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, უილიამ კორტნიმ განაცხადა. “ბოლო წლებში “ქართულმა ოცნებამ” უფრო პრორუსული და ანტიდემოკრატიული კურსი აირჩია. ცოტა ხნის წინ მიღებულმა კანონმა საქართველო შეიძლება “გადასახადების თავშესაფრად” აქციოს “შავი ფულისთვის”. “უცხოური აგენტების კანონმა”, რომელიც რეპრესიულ რუსულ კანონზე დაყრდნობით შეიქმნა, დამოუკიდებლობის შემდეგ უდიდესი საჯარო პროტესტი გამოიწვია. “ქართულმა ოცნებამ” შესაძლოა ბოროტად გამოიყენოს კანონი, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს. “გერმანიის მარშალის ფონდის” მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიში პოლიტიკურ ძალადობას წინასწარმეტყველებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში. თითქოს სამი ათწლეულის განმავლობაში ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობა აშშ-საქართველოს ურთიერთობების საფუძველს წარმოადგენდა, ახლა, პერსპექტივები ქრება”,- განაცხადა უილიამ კორტნიმ”, – განაგრძობს სტატიის ავტორი.
“კონგრესში საქართველოს შესახებ მოხსენებას 5 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა და თქვა, რომ რაც კონგრესში ვიხილეთ “ეს იყო ჩვეულებრივი ღალატი”. “სამწუხაროდ, კონგრესში ანტიქართული განცხადებების ნიაღვარი ვნახეთ…”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. აქტიური გამოხმაურებები იყო ოპოზიციისგან, ენმ-ს დეპუტატი დავით ხაჯიშვილი ამბობს, რომ კონგრესში ძალიან ზუსტი შეფასებები მოისმინა, “ივანიშვილი და მისი პარტია აუცილებლად დასანქცირდებიან, რადგან მათ მძევლად ჰყავთ აყვანილი საქართველო და ვაჭრობენ საქართველოს მოსახლეობის მომავლით”. როგორც “ლელოს” დეპუტატი აცხადებს, კონგრესის გზავნილი ნათელია, რომ აშშ ქართველი ხალხის გვერდით დგას. “ჰელსინკის კომისიის მოსმენა არის ფაქტების დადგენის მიზნით შეხვედრა ანუ საინფორმაციო.საკანონმდებლო პროცესი კი, ახლა დაიწყება და მომავალი კვირების მანძილზე, სავარაუდოდ ივლისის ბოლომდე გაგრძელდება. ეს მათთვის, ვინც დღეს ელოდებოდა რაიმე გადაწყვეტილებას.მთავარი კი, დღევანდელი მოსმენიდან არის შეკითხვა, რომელიც მრავალჯერ გაიმეორეს – რითი დაგეხმაროთ, ანუ ნათელი გზავნილი, რომ აშშ ქართველი ხალხის გვერდით დგას.დღევანდელი მოსმენის პოლიტიკური განაცხადიც ესაა”, – აცხადებს სალომე სამადაშვილი”, – დასძენს სტატიის ავტორი.
+3 ახალი მხარდამჭერი საქართველოზე გაეროს რეზოლუციას – რატომ შეიკავა თავი ჩინეთმა და რატომ შეცვალა პოზიცია სომხეთმა
“გაერომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილების საკუთარ საცხოვრებლებში დაბრუნების უფლების შესახებ რეზოლუცია მიიღო, წელს დოკუმენტს მზარდი მხარდაჭერა აქვს, შეცვლილია სომხეთის, არგენტინის და სამხრეთ აფრიკის პოზიციები. შიდა განხილვის თემა გახდა ჩინეთის პოზიცია, რომელთანაც საქართველომ სულ ცოტა ხნის წინ სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა და რომელმაც მხარდაჭერისგან თავი შეიკავა. “ქართული ოცნება” ჩინეთს მადლობას უხდის დოკუმენტზე თავშეკავების გამო, ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ სტრატეგიული პარტნიორი ვერ იქნება ქვეყანა, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვან დოკუმენტზე მხარს არ უჭერს საქართველოს. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ დოკუმენტი ყოველ წელს გადის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე და წლიდან წლამდე დოკუმენტის მხარდამჭერთა რიცხვი იზრდება, რაც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების – აშშ-სა და ევროკავშირის დიდი დამსახურებაა. ამასთან დასძენენ, რომ ქვეყნის საგარეო უწყების დიპლომატებს დიდი წვლილი აქვს შეტანილი სომხეთის, არგენტინისა და სამხრეთ აფრიკის პოზიციაში”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით +3 ახალი მხარდამჭერი საქართველოზე გაეროს რეზოლუციას – რატომ შეიკავა თავი ჩინეთმა და რატომ შეცვალა პოზიცია სომხეთმა.
“ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია – “დან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”. რეზოლუციას 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, შარშან მხარდამჭერტა რიცხვი 100-ს შეადგენდა. 4 ივნისის რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა 9 ქვეყანამ: რუსეთმა, ბელარუსმა, ბურუნდიმ, ზიმბაბვემ, ჩრდილოეთმა კორეამ, კუბამ, მალიმ, ნიკარაგუამ და სირიამ. 53-მა თავი შეიკავა, მათ შორის ჩინეთმა. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა იმ სახელმწიფოებს, რომელთაც რეზოლუციას მხარი დაუჭირეს და შესაბამისად, ასობით ათას იძულებით გადაადგილებულ პირსა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს თანადგომა და მხარდაჭერა. მისი თქმით, “ეს ქართული დიპლომატიის დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს”. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჩინეთს მადლობა გადაუხადა თავშეკავებისთვის”, აღნიშნავს გამოცემა.
“გაერო-ს რეზოლუციაზე წლიდან წლამდე იზრდება მხარდამჭერების რაოდენობა, ამისათვის განსაკუთრებული მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც მუდმივ რეჟიმში მუშაობს, იმისათვის, რომ დევნილებთან დაკავშირებულ რეზოლუციას ჰქონდეს ფართო მხარდაჭერა. შარშან პირველად ჩვენ მოვახერხეთ და სამნიშნა რიცხვით დავაფიქსირეთ მხარდაჭერა რეზოლუციის მიმართ და წელს რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა, 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი ჩვენს რეზოლუციას. ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული დამსახურება და მადლობა მინისტრს, მთლიანად სამინისტროს გაწეული საქმიანობისთვის, თითოეულ დიპლომატს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა. მადლობა ჩინეთს იმისთვის, რომ მან შეინარჩუნა მანამდე დაკავებული პოზიცია”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, დავით ბაქრაძის თქმით, მხარდამჭერთა რიცხვი მზარდია და `ჩვენ მომავალ წლებში კიდევ უფრო მტკიცე მხარდაჭერას უნდა მოველოდეთ~, – განაგრძობს გამოცემა.
“ლელოს” წევრი გრიგოლ გეგელია ჩინეთის თავშეკავებას და პრემიერის მადლობას კრიტიკულად აფასებს და აცხადებს, რომ ჩინეთი არაა საქართველოს ევროვნული მიზნების მხარდამჭერი. “ხელისუფლების მიერ სტრატეგიულ პარტნიორად გამოცხადებული ჩინეთი არ არის საქართველოს ეროვნული მიზნების მხარდამჭერი, რადგან ეწინააღმდეგება ნატო-ს გაფართოებას, არ უჭერს მხარს ქართველთა დაბრუნებას მშობლიურ სახლებში და არსებითად კვლავ რუსულ პოლიტიკას უჭერს მხარს ჩვენს რეგიონში. მორიგ ჯერზე ისმის კითხვა, რას გულისხმობს სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან: ქართული ეროვნული მიზნების განხორციელების მაგიერ, საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული ობიექტების ჩაბარებას კორუმპირებული, დასანქცირებული კომპანიებისთვის, რომლებიც კენიამ და მალაიზიამაც კი გააძევეს? ეს არის კიდევ ერთი მკაფიო დასტური, რომ “ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკა სრულად არის აცდენილი ეროვნულ მიზნებს და ამოცანებს და ემსახურება რუსულ-ჩინური გავლენების გაძლიერებას”, – განაცხადა გეგელიამ. “სტრატეგია აღმაშენებელის” წევრი სერგო ჩიხლაძე კი აცხადებს, რომ ჩინეთმა დაიკავა ისეთივე პოზიცია, როგორიც ნიკარაგუამ, კუბამ, ირანმა, ბელარუსმა”, – დასძენს გამოცემა.
“ჯიპას ასოცირებული პროფესორი და ანალიტიკოსი საგარეო საკითხებში თენგიზ ფხალაძე “რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ ჩინეთისათვის მადლობის გადახდა უადგილოა და მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანასთან სტრატეგიულ პარტიორობა გავაფორმეთ, საქართველოს ხელისუფლებას უნდა ეზრუნა იმაზე, რომ ჩვენთვის ყველაზე სტრატეგიულ საკითხში მხარი დაეჭირა პეკინს. მისი თქმით, სომხეთის პოზიცია მოსალოდნელი იყო იმ ნაბიჯებიდან გამომდინარე, რასაც ბოლო პერიოდში ფაშინიანის ხელისუფლება დგამს. რაც შეეხება არგენტინას და სამხრეთ აფრიკას, ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს საგარეო საქმეთა სამინისტროს კარგი მუშაობის შედეგია. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი აცხადებს, რომ კონფლიქტის თემაში ჩინეთი იშვიათად ერევა. მისი აზრით, არჩარევა უკვე არის ხოლმე სამადლობელი და ხელისუფლების მადლობაც იმას უკავშირდება. საყვარელიძემ სომხეთის პოზიციის ცვლილებაზეც ისაუბრა, მისი თქმით ეს უფრო მოსკოვი-ერევანის ურთიერთობის გაუარესების შედეგია”, – წერს სტატიის ავტორი.
“მადლობა საერთოდ სასაცილოა, რადგან თუ ხელისუფლება მართლა ფიქრობს, რომ ეს სამადლობელია, მაშინ მათ საერთოდ არაფერი გაეგებათ საგარეო პოლიტიკის და თუ იცის, რომ სამადლობელი არაა და მადლობას უხდის, მაშინ კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობა გვქონია, რადგან ჩინეთი არც ერთ შემთხვევაში არ მისცემს წინააღმდეგ ხმას. ყოველ შემთხვავაში, იმ მოცემულობით, რაც დღეს ჩინეთშია, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენ ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა გავაფორმეთ, ალბათ საქართველოს ხელისუფლებას იმაზე უნდა ეზრუნა, რომ სტრატეგიულ პარტნიორს, ჩვენთვის ყველაზე სტრატეგიულ საკითხში მხარი დაეჭირა და უბრალოდ თავშეკავებით არ შემოფარგლულიყო. სხვათა შორის, მაშინ, როცა ვლაპარაკობდით, რომ ერთ-ერთი ნაკლი იმ განცხადებისა არის ის, რომ საქართველოს და ჩინეთის ინტერესები არათანაბრადაა ასახული, ხელისუფლება მაშინაც იცინოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ჩვენ ვხედავთ, რომ ის კრიტიკა სამართლიანი ყოფილა, რაც მაშინ ჟღერდა”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისა- თენგიზ ფხალაძე.
“სომხეთის პოზიცია ნამდვილად მოსალოდნელი იყო, რადგან ის ნაბიჯები, რასაც ფაშინიანის ხელისუფლება ბოლო პერიოდში დგას, მიუთითებდა იმაზე, რომ ის გაბედავდა და იმ მარწუხებისგან და წნეხისგან თავის დახსნას შეძლებდა, რაც მასზე რუსეთის მხრიდან წლების განმავლობაში ხორციელდება. რუსეთი სომხეთს ყარაბაღის თემით მუდმივად აშანტაჟებდა და აქედან გამომდინარე, სომხეთი წინააღმდეგ აძლევდა ხმას. მას შემდეგ, რაც ყარაბაღი ფაქტორი აღარაა და სომხეთი რუსეთისგან მიტოვებული აღმოჩნდა, ფაშინიანის ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი გადადგა და პირველად იქნა სწორედ მის მიერ მხარდაჭერილი ჩვენთვის მნიშვნელოვანი რეზოლუცია. რაც შეეხება არგენტინას და სამხრეთ აფრიკას, საგარეო საქმეთა სამინისტროს არ უნდა დავუკარგოთ მისი აქტივობა და მუშაობა ამ მხრივ და ეს ნამდვილად დასაფასებელია. სამწუხაროდ, ხშირად ხდება ხოლმე ის, რომ ჩვენი დიპლომატიის მიერ გაკეთებული კარგი საქმეები, მერე პოლიტიკისების წინდაუხედავი განცხადებებით, ან ქმედებებით გადაიხაზება ხოლმე”, – მიიჩნევს ფხალაძე.
“„ჩვენ ეს რეზოლუცია ყოველ წელს გაგვაქვს. როცა პირველად გავიტანეთ, თუ არ ვცდები 16 წლის წინ იყო, მაშინ მას მხარს სულ 14 სახელმწიფო უჭერდა. რეზოლუცია ძალიან მნიშვნილოვანია, იმ საერთაშორისო სამართლებრივი ბრძოლისათვის, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ ქვეყნის დეოკუპაციის მიზნით. მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანების უფლებები, რომლებიც სრულიად უსაფუძვლოდ გამოდევნეს საცხოვრებელი ადგილიდან მხოლოდ იმიტომ, რომ სეპარატისტებს არ ემხრობოდნენ, დაცული იქნას და რომ რუსეთის ხელისუფლებას დაეკისროს სრული პასუხისმგებლობა ყველა იმ ქმედებებზე, რომლებიც ამ ადამიანების მიმართ განახორციელა. ეს დიპლომატიური ფრონტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კარგი იქნება, რომ ჩვენი დიპლომატიის ძალისხმევას, პოლიტიკოსები უბამდნენ მხარს და ცალი ხელით გაკეთებულს, მეორე ხელით არ ანგრევდნენ. ეს 103 მხარდამჭერი, ჩვენ არ გვეყოლებოდა რომ არა აშშ და ევროკავშირი და ზოგადად ის ე.წ. გლობალური ომის პარტია, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება იძახის ხოლმე. რომ არა ეს მხარდაჭერა, დღეს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ბევრ ქვეყანას ექნებოდა აღიარებული, ამას “ოცნების” ხელისუფლება თუ შეიგნებს, კარგი იქნება”, – დაასკვნის თენგიზ ფხალაძე.
“სეპარატიზმი ყველა ქვეყანაში პრობლემაა და ამიტომ ქვეყნები ამას საკუთარი მდგომარეობიდან და საკუთარი სირთულეებიდან გამომდინარე უდგება მაგ საკითხს. სეპარატიზმი უცხო არც ჩინეთისთვის არაა. ამიტომ ზოგადად კონფლიქტების თემაში პეკინი იშვიათად ერევა, მაგ მიზეზის გამო, რადგან ჯერ ერთი უკან აქვს ანალოგიური ტიპის პრობლემები, როცა მაგალითად ტიბეტი დაიპყრო და წინაც ელოდება ამ ტიპის პრობლემებს ტაივანთან დაკავშირებით. ალბათ ამითია განპირობებული, რომ არ იღებს მონაწილეობას იმ საკითხებში, რომელიც სეპარატიზმს უკავშირდება. ხელისუფლების მადლობაც ამას უკავშირდება – არჩარევა უკვე არის ხოლმე სამადლობელი. სომხეთს რუსეთთან უკვე გამძაფრებული ურთიერთობა აქვს, ეს თემა რუსეთს უკავშირდება, სხვათა შორის რუსეთთან დაკავშირება ამ თემისა შეიძლება იყოს ნაწილობრივ ჩინეთის პოზიციის მიზეზიც. სომხეთს ყოველთვის ის პოზიცია ჰქონდა, რაც ხელსაყრელი იყო რუსეთისთვის და რადგან დღეს უპირისპირდება, უკავებს იმ პოზიციას რაც მოწინააღმდეგისთვის დისკომფორტია. ეს რიგითი მოწოდება-რეზოლუციაა, რომელიც ამა თუ იმ მხარეს შეუძლია სურვილის შემთხვევაში გამოიყენოს. ჩვენთვის სასიხარულო მოვლენებში პრატიკული მნიშვნელობა ამ რეზოლუციას არ აქვს და პოლიტიკური მნიშვნელობა რა თქმა უნდა აქვს”, – ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
უკრაინის ომი ახალ ფაზაში გადადის – რას შეცვლის დასავლური იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენება
“იწყება თუ არა უკრაინის ომის ახალი ეტაპი? – ს შეუძლია, დასავლური რაკეტები გაუშვას რუსეთის ტერიტორიაზე, ეს კი ანალიტიკოსების აზრით, ფრონტის ხაზზე ბევრ რამეს შეეცვლის. 2023 წლის 10 მაისს რუსეთმა დაიწყო მასიური სახმელეთო შეტევა ხარკოვის მიმართულებით, გახსნა ახალი ფრონტი და დაიკავა რამდენიმე დასახლებული პუნქტი. რუსეთის შეტევა სერიოზულ საფრთხედ იქცა ხარკოვისთვის, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქისთვის, რომელიც საზღვრიდან სულ რაღაც 30 კილომეტრში მდებარეობს. მასზე შეტევა კი ამ ეტაპზეც გრძელდება და არსებობს საფრთხე რომ რუსეთი ხარკოვის აღებას შეძლებს. ამიტომ სამხედრო მიმომხილველების თქმით, ამ რეგიონში რუსეთ-უკრაინის სახელმწიფო საზღვარი ფაქტობრივად ემთხვევა ფრონტის ხაზს, რის გამოც, დასავლური იარაღის გამოყენების აკრძალვამ, რუსეთის ჯარებს უსაფრთხო წინსვლის შესაძლებლობა მისცა. თუმცა, უკრაინისა და სხვა ევროპული ქვეყნების მზარდმა ზეწოლამ თეთრი სახლი აიძულა შეეცვალა თავისი პოლიტიკა, რომელიც უკრძალავდა კიევს რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღით იერიშის მიტანას. ამიტომაც 31 მაისს უკრინას მიეცა მოკავშირეებს მხრიდან მათი იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უკრაინის ომი ახალ ფაზაში გადადის – რას შეცვლის დასავლური იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენება.
“გასულ კვირას უკრაინის არაერთმა მოკავშირემ განაცხადა, რომ კიევს შეუძლია გამოიყენოს მათ მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეებზე დატყმებისთვის და თავის დასაცავად. ორშაბათს უკრაინულმა მხარემ კი განაცხადა, რომ მათ წარმატებით დაარტყეს რუსულ შ-300-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემას დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებით რუსეთის ტერიტორიაზე. “მშვენივრად იწვის. ეს არის რუსული შ-300. რუსეთის ტერიტორიაზე. მტრის ტერიტორიაზე დასავლური იარაღის გამოყენების ნებართვიდან პირველი დღეები”, – დაწერა ვიცე-პრემიერმა, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა და სოციალურ ქსელში ფოტოც გაავრცელა. მას არ დაუკონკრეტებია დარტყმისთვის კონკრეტულად რა ტიპის იარაღი გამოიყენეს. “უკრაინაში სიცოცხლის დაცვა საკმარისი რაოდენობის საჰაერო თავდაცვის სისტემებით, ჩვენი ჯარისკაცების უზრუნველყოფა საჭირო დიაპაზონის იარაღით და ზეწოლა ტერორისტულ სახელმწიფოზე ისე, რომ რუსეთს არ ჰქონდეს ადაპტაციის დრო, ეს არის მშვიდობასთან დაახლოების გზა. რუსულმა ტერორმა უნდა წააგოს. მსოფლიოს შეუძლია ამის უზრუნველყოფა”, – წერს უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი”, – აღნიშნავს გამოცემა.
“გერმანიის კანცლერი, არ თვლის, რომ შესაძლებლობა, რომელიც გაუჩნდა უკრაინას, რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებს გერმანიის მიერ მიწოდებული იარაღით დაარტყას, ესკალაციას გამოიწვევს. “გერმანული იარაღის რუსეთის წინააღმდეგ გამოყენება ესკალაციის საფრთხეს არ ქმნის. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, საუბარია დიდი ქალაქების, მაგალითად, ხარკოვის დაცვის შესაძლებლობაზე”, – აღნიშნა შოლცმა მედიასთან საუბარში. მისი თქმით, გადაწყვეტილება სთვის გერმანული იარაღის გამოყენების უფლების მინიჭების შესახებ საგულდაგულოდ იყო გააზრებული გერმანიის მეგობრებთან და მოკავშირეებთან თანამშრომლობით. უკვე ცნობილია, რომ გერმანიის მთავრობამ ნება დართო უკრაინას, გერმანიის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთში სამიზნეებზე დასარტყმელად გამოიყენოს. გერმანიის მთავრობაში განმარტავენ, რომ ამ საკითხზე მათი პოზიციის ცვლილება ხარკოვის ოლქში რუსული არმიის თავდასხმების მზარდი სიხშირითაა გამოწვეული. “უკრაინას უფლება აქვს, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, დაიცვას თავი ამ თავდასხმებისგან”, – აღნიშნა გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა, შტეფენ ჰებესტრეიტმა”, – განაგრძობს გამოცემა.
“პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე ამბობს, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინამ მოკავშირეების და ამერიკელების მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს. ბერიძე ამბობს, რომ რუსები ახლა ხარკოვზე შეტევას ახორციელებენ და რუსეთის ტერიტორიას იყენებენ პლაცდარმად, რათა უკრაინის ტერიტორიის დაბომბვა მოხდეს. პოლკოვნიკი ამბობს, რომ ამიტომ ამერიკული და სხვა ნებისმიერი იარაღის ამ მიზნით გამოყენება მიზანშეწონილი და აუცილებელია. “რუსეთი და ჩინეთი მათ შორის, რომელიც ირიბად ამ ომში ჩართულია, დასავლეთის აქამდე აი ამ მიდგომას, რომ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმა არ შეიძლებოდა, სათავისოდ იყენებენ. არადა ჩინეთი სრულიად სხვანაირად იქცევა და მიუხედავად იმისა, რომ არ შეიძლება რუსეთისთვის იარაღის მიყიდვა, მაინც აძლევს. ტექნოლოგიებს და ფულსაც აწვდიან. საქმე – საქმეზე კი რომ მიდგება იძახიან, რომ ამას არ აკეთებენ”, – ამბობს ბერიძე, რომლის თქმით, ეს წარმოსახვითი ვითომ წესებით თამაში და მისი შესრულება, ძალიან რთულ სიტუაციაში აგდებს უკრაინასაც და დასავლეთსაც”, – დასძენს გამოცემა.
“სხვაგვარად ხარკოვის გადარჩენა გაჭირდება, რადგან ქალაქში სამოქალაქო ობიექტებს რუსები უკვე არტილერიით მიწვდებიან. ამიტომ უკრაინას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ დასავლეთის მიერ მიცემული იარაღი დასავლეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს. ფაქტია, რომ რუსებმა იგივე სარაკეტო და უპილოტო იარაღის წარმოება შეძლო. ამიტომ ამ ყველანაირ უპირატესობას ტექნოლოგიების და კომპონენტების მხრივ რუსეთს ჩინეთი აძლევს. იგივე შეიძლება ითქვას ირანზე. უბრალოდ ამის დადასტურება შეუძლებელია. მთლიანი დასრულებული სახე აქვს რუსულის. სინამდვილეში კი კომპონენტების მხრივ არის ჩინური ან სხვა ქვეყნის წარმომავლობის. დასავლური იარაღის უპირატესობა არის ის, რომ ის ზუსტია. მას შეუძლია სიღრმეში ზუსტი დაზიანების მიყენება. ამიტომ ის ობიექტები, რაც ლოჯისტიკური მომარაგებისთვის გამოიყენება ძირითადად რუსეთის ტერიტორიაზეა განლაგებული, ამიტომ მათი დაზიანება მნიშვნელოვანია”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ლაშა ბერიძე.
“რაც შეეხება საუბარს იმაზე, რომ რუსეთს პარტნიორები იარაღს აწვდიან, კი ბატონო აწვდიან და აქ დამალული არაფერი არ არის. ირანული წარმოების დრონებს რუსული სახელი დაარქვეს და ვითომ მას თავად აწარმოებენ. ჩრდილოკორეული რაკეტებით კი უკრაინის დაბომბვას ახორციელებენ. დემოკარტიული სამყარო ასეთია, რომ დისკუსიაა საჭირო, სადაც ყვეელა მხარე იქნება ჩართული. ვაშინგტონში ორ ბანაკად არიან გაყოფილები, ერთი ჯგუფი ამბობს, რომ საჭიროა რუსეთთან დაკავშირებით ფრთხილი მიდგომა, რაც გარანტირებულად გრძელვადიან ომს გვაძლევს და დიდ მსხვერპლს. არის მეორე ჯგუფი, რომელიც ამბობს, რომ უკრაინას აუცილებლად სწრაფად უნდა მივცეთ იარაღი, რომ მან გამარჯვების მოპოვება შეძლოს. ეს არის ერთადერთი ნორმალური გზა, რათა ეს კონფლიქტი დასრულდეს“, – ამბობს ბერიძე.