ქართული პრესის მიმოხილვა 03.06.2024

ვახტანგ ძაბირაძე – “კარგი იქნებოდა ხელისუფლებას ერთმანეთისგან გაერჩია სუვერენიტეტი და იზოლაცია”
როდიდან დაიწყება დაჯარიმება – ახალი კანონის ამოქმედების ვადები, პროცედურები და მოსალოდნელი შედეგები
მირიან მირიანაშვილი – რას ელოდება დასავლეთი თბილისისგან?!
* * *
ვახტანგ ძაბირაძე – “კარგი იქნებოდა ხელისუფლებას ერთმანეთისგან გაერჩია სუვერენიტეტი და იზოლაცია”
“არ ვიცი, რომელი ევროპისკენ მიდიან ესენი. როდესაც ამბობენ, რომ ევროკავშირში გაწევრება სურთ და იზრუნებენ -თან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე, წმინდა წყლის ბლეფი და პროპაგანდაა. უკვე რუსებიც დაგვცინიან ამათი განცხადებების გამო – კობახიძის ნათქვამს, რომ თურმე 2030 წელს ევროკავშირში აფხაზებსა და ოსებთან ერთად შევალთ, ზოგმა “ეშმაკის ნაკარნახევი” ეძახა, ზოგმა პრემიერის “ფანტაზიები”… დაგვცინის, მეორე მხარე კი კატეგორიულად გვეუბნება, თუ ასე გააგრძელებთ, თქვენი ადგილი ევროპაში არ არისო, და ლაპარაკი, რომ თურმე ყველაფერი რიგზეა და ჩვენ ამგვარი პოლიტიკით სუვერენიტეტს ვიცავთ და ევროკავშირში გავწევრდებით, სულ ცოტა, ადეკვატურობასთან აცდენილია. “ქართულმა ოცნებამ”, რომელიც მუდმივად გაიძახის, რომ აქ ვიღაცებს ომი უნდათ, ომი თვითონ გამოუცხადა მთელ ცივილიზებულ სამყაროსა და ამასთანავე, საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს”, – აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ს ინიციატივა არასწორი მგონია, მაგრამ…”
“ვისგან იცავენ ამ სუვერენიტეტს, დასავლეთისგან, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენი სუვერენიტეტის გარანტიაა? ვინ არღვევს ამ სუვერენიტეტს და ქვეყნის მთლიანობას, ვის აქვს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული? კარგი იქნებოდა ხელისუფლებას ჰქონოდა იმის უნარი, რომ ერთმანეთისგან გაერჩია სუვერენიტეტი და იზოლაცია – ეს ორი სხვადასხვა რამ არის. ფაქტობრივად, დასავლურ სამყაროსგან უკვე იზოლირებული ვართ – დააკვირდით ან რა განცხადებებს ვისმენთ ევროპიდან თუ აშშ-დან ან როგორი რიტორიკით პასუხობენ ამას საქართველოდან. დღეს ჩვენ ავტორიტარიზმის ზღვართან ვდგავართ, ისევე, როგორც ვიდექით 2012 წელს. ჩვენ ეს პრობლემა და საფრთხე დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე მოგვყვა, ვერაფრით ვერ დავძლიეთ. რაც შეეხება ხელისუფლების განცხადებებს, რომ მათ რაღაც საიდუმლო საფრთხის შესახებ იციან და არ გვიმხელენ, ესეც ნაცნობი რიტორიკაა. სააკაშვილის ხელისუფლებაც ცდილობდა საზოგადოების ამგვარად დაშინებას. ხალხის ნაწილს ამის სჯერა, ფიქრობენ, რომ ინფორმაცია ხელისუფლებას მართლაც მეტი აქვს და ასეც არის, მაგრამ განა რა შეიძლება იცოდნენ ისეთი, რაც ქვეყანას ემუქრება, რისი თქმაც არ შეიძლება?” – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“მაგალითად, ივანიშვილმა შეიძლება იცოდეს, რომ მას პირადად ემუქრებიან იქიდან, საითაც ქვეყანა მიჰყავს, ანუ რუსეთიდან. ვერ გამოვრიცხავთ, რომ სწორედ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან, ამას ნამდვილად ვერ გამოვრიცხავ. ივანიშვილმა მშვენივრად იცის, რუსული სპეცსამსახურები როგორ ასრულებენ ასეთ მუქარებს, ბერეზოვსკისა და სხვათა ბედის გაზიარების ეშინია და მზად არის სახელმწიფო ინტერესებით ივაჭროს, მაგრამ ივანიშვილის საფრთხე და ქვეყნის საფრთხე სხვადასხვა რამ არის. ისტორიას და რუსეთის “გადაგდების” პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, კრემლის პოლიტიკის ყველაზე კარგი მაჩვენებელი ის არის, რაც ხდება სომხეთში და საზოგადოდ, სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში ბოლო 30 წლის განმავლობაში. აი, ეს არის რუსეთი, როცა დასჭირდება, სტრატეგიულ პარტნიორსაც თხასავით გაყიდის. რაღაც საიდუმლოს ცოდნაზე ლაპარაკი მორიგი ტყუილია. არ შეიძლება ქვეყნის ინტერესები შეწირო შენს პირად უსაფრთხოებას. თუ გემუქრებიან, უნდა ადგე და წახვიდე, როცა დაინახავენ, რომ რეალურად ბერკეტები აღარ გაქვს, დაგანებებენ თავს”, – განაგრძობს რესპონდენტი.
სთან რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, როდესაც საქართველოს ხელისუფლების ეს ორჭოფული პოლიტიკა გამძაფრდა, იყო პერიოდი, ვამბობდი, თუ საჭირო გახდა, ბრიუსელში ივანიშვილი ჩაასწრებს ოპოზიციას-მეთქი, მაგრამ დღეს იმდენად მკვეთრად არის ეს ვექტორი შეცვლილი, იმდენად დაწვა ხელისუფლებამ ევროპასთან დამაკავშირებელი ხიდები, რომ ასეთი რამ უკვე გამორიცხულია, რომც მოინდომოს ამ ხელისუფლებამ. ისიც არ არის სიახლე, რომ ოპოზიციას მუდმივად რაღაცას აბრალებენ. კარგი, პოლიტიკოსებს თავიანთი ცოდვები ეყოფათ, მაგრამ ახალგაზრდების, რომლებიც ქუჩაში გამოდიან, აგენტებად და შეცდომაში შეყვანილებად გამოცხადება, დარწმუნებული ვარ, არ იმუშავებს. ამ ტყუილს არავინ დაიჯერებს არც ჩვენთან და არც უცხოეთში. ისე, დააკვირდით, ერთი ადამიანიც კი ვერ მოძებნეს ევროპაში თუ აშშ-ში, ვინც ამ კანონის მიღებას გაამართლებდა, პოლიტოლოგიც კი, უხეშად რომ ვთქვათ, ვერ იყიდეს, არადა, სულ იმას ამბობენ ამ ბოლო დროს, რომ იქ თურმე ყველა გამყიდველია. რა გაუჭირდა ივანიშვილს ისეთი, რომ ერთი კაციც ვერ ნახა?” – მიიჩნევს ექსპერტი.
“როცა არგუმენტი არა გაქვს, აი, მაშინ იწყებ იმაზე ლაპარაკს, რომ შენ ყველაფერი იცი, თუმცა ვერ ამხელს და ყველას სიჩუმეს აიძულებს. ყველა დიქტატორი ასე იქცეოდა და იქცევა. იმ 84 კაციდან, ვინც ამ კანონს დაუჭირა მხარი, 4-5 თუ იქნება, რომელსაც შეიძლება გულწრფელად სჯეროდეს, რომ ის მართლაც გამჭვირვალობას ემსახურება და სუვერენიტეტს დაიცავს. დანარჩენს ყველას აქვს თავისი კერძო, მერკანტილური ინტერესი. დღეს ამის დამტკიცების საშუალება არ არის, მაგრამ, როცა დრო მოვა, ყველაფერი ნათლად გამოჩნდება. როცა ოპოზიცია გაიძახის, ორჯონიკიძეები არიანო, ამაში მთლად ვერ დავეთანხმები, საშინელება იყო ორჯონიკიძე, მაგრამ მას რაღაც იდეა ჰქონდა და ეგონა, თუ კომუნიზმი დამყარდებოდა, ეს იქნებოდა კაცობრიობის ხსნა. ამიტომ ესენი ორჯონიკიძეებზე უარესები არიან. დიახ, გაცილებით უარესია ის ხალხი, ვინც საკუთარი ეკონომიკური და პირადი კეთილდღეობის გამო ასეთ გადაწყვეტილებას უჭერს მხარს და ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვრამდე მიჰყავს. თუ “ქართული ოცნება” ისევ ხელისუფლებაში დარჩა, ამ დაპირისპირებას ვერაფრით ვერ ავცდებით და ეს იქნება იმაზე უარესი, ვიდრე 90-იან წლებში იყო, დიდ ქაოსში ჩავიძირებით…”, – დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.
“რაც შეეხება რეპრესიებს – საქართველო და რუსეთი სხვადასხვა წონითი კატეგორიაა. რეპრესიებსა და დიქტატურას დიდი ადამიანური რესურსი სჭირდება. ძალიან ცუდი რამ მოხდა, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში შეიჭრნენ, მაგრამ ასეთი რამ სხვა დროსაც გვინახავს. მსგავსი ინციდენტები თითქმის ყველა არჩევნების წინ ხდებოდა, მაგრამ ეს არ არის ის, რასაც სერიოზული რეპრესიები ჰქვია. საქართველოში დიქტატურის დამყარება ვერ ხერხდებოდა შუა საუკუნეებშიც კი. განა იმიტომ, რომ მოსურნეები არ იყვნენ, არა, დიქტატურას სჭირდება რესურსი, რაც რუსეთს აქვს. ჩვენთან უცხო ძალის პირდაპირი გამოყენების გარეშე დიქტატურის დამყარება წარმოუდგენელია. სხვა ურთიერთობებია ჩვენთან, პატარა ქვეყანა გვაქვს, სადაც ყველა ყველას იცნობს. შეიძლება სცადონ, რასაც, სამწუხაროდ, შეიძლება მსხვერპლიც მოჰყვეს, მაგრამ საბოლოოდ ეს მარცხისთვის იქნება განწირული. ჩვენ ნელ-ნელა უნდა წავიდეთ არჩევნებისკენ. არა მაქვს ილუზია, რომ დარღვევების გარეშე ჩატარდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, იქამდე მშვიდობიანად მივიდეთ”, – ამბობს რესპონდენტი.
“როგორც კი ეს კანონი შევა ძალაში, პირველად მედიას მიადგებიან. მათთვის მნიშვნელოვანია არჩევნებამდე გაქრეს ოპოზიციური მედიასაშუალებები, შემდეგ იქნება არასამთავრობო ორგანიზაციები, ყველაფერს გააკეთებენ, რომ ძლიერი და კვალიფიციური ორგანიზაციები არ დაუშვან არჩევნებზე დამკვირვებლებად, ან მანამდე მაქსიმალურად შეულახონ რეპუტაცია ისევ ამ კანონის გამოყენებით. ჩვენი ვალია არ დავუშვათ, რომ ეს პროცესი სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს, და ამისათვის მნიშვნელოვანია ოპოზიციის გადაჯგუფება… სამწუხაროდ, არ ვიცი, სალომე ზურაბიშვილს რეფერენდუმის იდეა ვინ ურჩია. ვფიქრობ, ცოტა უფრო მეტი არგუმენტი სჭირდება ასეთი განცხადებების გაკეთებას. ასე მარტივად არ არის საქმე. ჩემი აზრით, უფრო გონივრულად უნდა იყოს მოფიქრებული სვლები და ისე გაკეთდეს განცხადებები. პლებისციტის ჩატარება კი უფრო სერიოზულიც მგონია და შესაძლებელიც. პროცესის დაწყება და ხელმოწერების შეგროვება უკვე შეგვიძლია. ამაზე ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი უნდა მუშაობდნენ. ბოლოს და ბოლოს, 200 000 ხელმოწერის შეგროვება ძალიან სერიოზული განაცხადი იქნება ოპოზიციისთვის საარჩევნოდ”, – ამტკიცებს ექსპერტი.
“არანაირი ილუზია არა მაქვს იმისა, რომ ოპოზიციის კოალიციური მთავრობა შეძლებს ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანას, მაგრამ ავტორიტარიზმისკენ სვლა მაინც შეჩერდება. ვფიქრობ, დიდი შეცდომა იქნება, თუკი ოპოზიცია ერთიანი საარჩევნო სიით მიიღებს 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას. მეტიც, ერთიანი საარჩევნო სიის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ყველაზე კარგი იქნება, თუკი სამი პოლიტიკური ცენტრი იქნება: “ქართული ოცნება”, “ნაციონალური მოძრაობა” და მესამე შედარებით პატარა, პროდასავლური პარტიების ერთობა. რაღაც პრინციპებზე შეიძლება შეთანხმდნენ და აქ – “ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მშენებლობაში, რომლის წინა ინვესტორებთან საერთაშორისო არბიტრაჟში დავა მიმდინარეობს, ჩინური კონსორციუმი შეარჩიეს…” – პასუხობს:
“ჩინეთი მიზანმიმართულად ცდილობს საკუთარი გავლენის სფეროების გაფართოებას. კონკრეტულად ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არა ვარ საქმეში ჩახედული, მაგრამ აქამდე რა გამოცდილებაც გვაქვს ჩინურ კომპანიებთან მუშაობის, ცხადყოფს, რომ ისინი არ თაკილობენ კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობას. ესეც შეიძლება ყოფილიყო ჩვენი ხელისუფლებისთვის მიმზიდველი. ვერ გამოვრიცხავთ, რომ ამ კომპანიის შემოყვანა გარკვეულ კორუფციულ ინტერესებს ემსახურება. მთავარი საფრთხე ის არის, რომ ჩინეთი ისეთივე ავტორიტარული ქვეყანაა, როგორიც რუსეთი, თუ უარესი არა… ჩინეთი სადაც კი შედის, განსაკუთრებით პორტებში, საკუთარი ექსპანსიის სულ უფრო მეტად გაფართოებას ცდილობს. ასეთი პრობლემები შეიქმნა საფრანგეთისა და საბერძნეთის პორტებში, ანუ ჩინეთი დაინტერესებულია, რაც შეიძლება მეტად მოექცეს ესა თუ ის ობიექტი თუ ქვეყანა ჩინური ეკონომიკის გავლენაში. აშკარაა, რომ ჩინეთს აქვს სტრატეგიული ინტერესები ანაკლიის პორტში, ამიტომაც ფრთხილად უნდა ვიყოთ. შესაძლოა ამან ქვეყანა კაბალურ ეკონომიკურ და ფინანსურ მდგომარეობაში ჩააგდოს. თუ ხელისუფლება შეიცვლება, მაშინ ეს პროცესიც დარეგულირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, რა მოხდება, რთული სათქმელია”.
როდიდან დაიწყება დაჯარიმება – ახალი კანონის ამოქმედების ვადები, პროცედურები და მოსალოდნელი შედეგები
კანონი “უცხოური გავლენის გამჭირველობის შესახებ”, რომელიც ბოლო ორი თვეა მასშტაბური საპროტესტო გამოსვლებისა და პოლიტიკური ვნებათაღელვის მიზეზი გახდა, სავარაუდოდ, უკვე მომავალ კვირაში ამოქმედდება. როგორ და რა ფორმით აპირებს ხელისუფლება კანონის მოწინააღმდეგეები აიძულოს ამ კანონის მოთხოვნებს დაემორჩილონ და რა პროცესები შეიძლება დაიწყოს ქვეყანაში ამ კანონის ძალაში შესვლით? პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ, კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა ვადის ბოლომდე დაცვის შემთხვევაში, კანონი “უცხოური გავლენის გამჭირველობის შესახებ” მაქსიმუმ ოთხშაბათს, 5 ივნისს გამოქვეყნდება და შესაბამისად, შევა ძალაში. იმ ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელზეც აღნიშნული კანონი ვრცელდება, ღიად აცხადებენ, რომ მას არ დაემორჩილებიან და რომ “რუსული კანონი საქართველოში არ იმუშავებს”. რა მოხდება ასეთ შემთხვევაში? შეძლებენ თუ არა ისინი თუნდაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსის მიღებას?”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როდიდან დაიწყება დაჯარიმება – ახალი კანონის ამოქმედების ვადები, პროცედურები და მოსალოდნელი შედეგები.
“ანალიტიკოსები “რეზონანსთან” ამბობენ, რომ კანონში აღარ არის ჩანაწერი იმის შესახებ, ჯარიმების არგადახდის შემთხვევაში რა ბერკეტი აქვს ხელისუფლებას, რომ ურჩი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები დასაჯოს. თუმცა ისინი ვარაუდობენ, რომ ეს საკითხი საბოლოოდ, დიდი ალბათობით, აღსრულების ეროვნულ ბიუროს იურისდიქციაში გადავა, რომელიც ჯარიმის ამოღებაზე იმუშავებს. ეს კი იქნება დროში გაწერილი პროცედურა – ერთჯერადად მოხდება გაფრთხილება, შემდეგ კი აღსრულება დაიწყება. თუმცა ეს შესაძლოა თვეების ან წლისს განმავლობაში გაგრძელდეს. კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევის შემდეგ, კანონი 3 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად. თითქმის დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ვეტო დაადო ამ კანონს, დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. ასეთ შემთხვევაში, პრეზიდენტისთვის კანონის დაბრუნებიდან ხუთი დღის ამოწურვის შემდეგ, კანონი პარლამენტის თავმჯდომარე ს ხელმოწერით გამოქვეყნდება და შევა ძალაში. ცნობისათვის, პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო 26 მაისს დაძლია”, – აღნიშნავს გამოცემა.
“კანონის გამოქვეყნების შემდეგ, იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 60 დღე ექნებათ “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა” რეესტრისთვის პორტალის შესაქმნელად. როცა ეს ეტაპიც დასრულდება, დაახლოებით აგვისტოს დასაწყისიდან, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების მნიშნველოვანი ნაწილისთვის, ვინც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, ამ რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულო გახდება. კანონის თანახმად, თუკი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის” კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, კანონის გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს იწყება ათვლა, რომლიდანაც ერთი თვის განმავლობაში (დაახლოებით სექტემბრის დასაწყისამდე) ის ვალდებულია იუსტიციის სახლში თავად წარადგინოს წერილობითი განცხადება და ითხოვოს “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად” დარეგისტრირება. 2 სამუშაო დღეში ის მიიღებს წვდომას შესაბამის ვებსაიტზე. დაშვებიდან 10 სამუშაო დღეში კი ორგანიზაცია ვალდებულია ელექტრონულად შეავსოს განაცხადი”, – განაგრძობს გამოცემა.
“თუ ორგანიზაცია უარს განაცხადებს დარეგისტრირებაზე, სახელმწიფო მას 25 ათასი ლარით დააჯარიმებს და თავად დაარეგისტრირებს რეესტრში. ამის შემდეგ კი მოსთხოვს ორგანიზაციას ატვირთოს საფინანსო დეკლარაცია. თუ ორგანიზაცია ამ მოთხოვნასაც არ შეასრულებს, მას კიდევ 10 ათასი ლარით დააჯარიმებენ. სახელმწიფო იგივე ორგანიზაციას მომდევნო თვეს ისევ შეამოწმებს და თუ ისევ აღმოაჩენს მის “ურჩობას”, კიდევ 20 ათასი ლარით დააჯარიმებს. სახელმწიფოს ამ მიზეზით ორგანიზაციის 20 ათასი ლარით დაჯარიმება ყოველ თვეს შეეძლება. გარდა ამისა, ნებისმიერ რიგით მოქალაქეს შეუძლია სახელმწიფოს წერილობით შეატყობინოს “უცხოური გავლენის ორგანიზაციის” არსებობა. ამის საფუძველზე კი იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ პირს (ეს ადამიანი კანონის ამოქმედების შემდეგ გაირკვევა) უფლება აქვს ნებისმიერ დროს დაიწყოს მოკვლევა. მას იმავეს გაკეთება შეუძლია სხვისი განცხადების გარეშეც. კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ თუ როგორ გაგრძელდება პროცესები ასეთ შემთხვევებში, ეს კანონმდებლებს უნდა განესაზღვრათ. თუმცა, “ხელისუფლების დღის წესრიგი სხვა იყო” და ამიტომ აღსრულების ჯეროვანი მექანიზმი კანონში გაწერილი არ არის”, – დასძენს გამოცემა.
“სავარაუდოდ, შესაძლოა ველოდოთ იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, სადაც იქნება ამ თანხის ამოღების პროცედურა გაწერილი. თუმცა ჯარიმების საკითხი საკანონმდებლო აქტით უნდა იყოს გათვალისწინებელი, რაც არ გვაქვს. თუ დავუშვებთ, რომ იუსტიციის მინისტრის მიერ იქნება ქვემდებარე აქტში გამოცემული პროცედურები, მაშინ ეს პროცესი უკვე აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაეცემა და იქ გაგრძელდება პროცედურები. როგორც მინიმუმ ქონების აღწერა, მოძიება და ა.შ. მხოლოდ აღსრულების ევროვნული ბიუროს უფლებამოსილებაა. კანონმდებლობით შეიძლება ეს ყველაფერი გააგრძელონ. თუმცა პირდაპირ ბმა კანონში, თუ რა უნდა მოხდეს შემდეგ და ვინ უნდა იზრუნოს ამ ჯარიმების ამოღებაზე, გაწერილი არ არის”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ალაფიშვილი.
“ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი “ აცხადებს, რომ თუკი არასამთავრობო ორგანიზაციები და ონლაინ მედიები ჯარიმას არ გადაიხდიან, მაშინ ამოქმედდება ჩვეულებრივი პროცედურები, რაც ჯარიმის არგადაუხდელობის შემთხვევაში ხდება ხოლმე. “ჯარიმის ამოღება მოხდება ისე, როგორც ეს ადმინისტრაციული კოდექსით არის გათვალისწინებული. როცა საგზაო მოძრაობის ან პარკინგის დროს ვჯარიმდებით, ასე მოხდება ამ შემთხვევაში. ნებისმიერ მოქალაქეზე, რომელიც არ იხდის ჯარიმებს, საურავები იწერება. შემდეგ უკვე ჯარიმის ე.წ. ამოღების პროცედურა იწყება, რომელსაც შესაბამისი სამსახური შეასრულებს”, – ამბობს აბაშიძე, რომლის თქმით, “ეს კანონში არ წერია, მაგრამ ზოგადი სურათიდან თუ შევხედავთ, ჯარიმის გადაუხდელობა შემდგომ ღონისძიებებს იწვევს, რათა ეს თანხა ამოღებული იყოს”, – წერს სტატიის ავტორი.
“რასაკვირველია, თუ გაჯიუტდებიან “ნაცენჯეოები” და არ გადაიხდიან ამ ჯარიმებს, მათ მიმართაც ჯარიმის ამოღების პროცედურები განხორციელდება. ოღონდ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ამას დაარქმევენ პოლიტიკურ დევნას, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას, ე.წ. გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. თუმცა, ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, რადგან კანონის დამცველებმა კანონი უნდა დაიცვან. ხომ გვახსოვს ჩვენ, რომ რადიკალური პოლიტიკური სიბრტყიდან ამბობდნენ, რომ კანონს არ დაამტკიცებინებდნენ ხელისუფლებას, თუმცა კანონიც დამტკიცდა და კანონიც აღსრულდება შესაბამის ვადებში, როგორც არის გაწერილი. ჯარიმის გადაუხდელობა და მისი ამოღების პორცედურა არ არის მყისიერი და გაწერილია გარკვეული დროის განავლობაში. ეს შესაძლოა რამდენიმე თვეზე ან წელზეც იყოს გაწერილი. წინასაარჩევნოდ დაყადაღება და რაღაცის დახურვა, დიდი ალბათობით, გამორიცხულია. ვალის, რამდენიმე გადაუხდელობის შემდეგ ხდება გაფრთხილება და შემდეგ იწყება აღსრულება. მე ველი, რომ არჩევნების შემდეგ, როცა დაინახავენ რომ წააგეს, დაიწყებენ ახლა იმის პროვოცირებას, ვითომ გაყალბდა. ამასაც რომ ვერ დაამტკიცებენ, მერე იძულებულები გახდებიან ამ რეესტრში დარეგისტრირდნენ”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.
მირიან მირიანაშვილი – რას ელოდება დასავლეთი თბილისისგან?!
“ნამდვილად არა მაქვს იმის განცდა, რომ ე.წ. რუსული კანონის ეპოპეამ და საპროტესტო აქციებმა ჩაილურის წყალი დალია. მიტინგების მასშტაბს არა აქვს არსებითი მნიშვნელობა, ვინაიდან აქ ხელისუფლების მთავარი ოპონენტი დასავლეთია და არა ქართველი ხალხი. როგორც ყოველთვის, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას ამჯერადაც დასავლეთის შიში და რეაქციის სიმძაფრე უფრო აფიქრებს, ვიდრე საკუთარი ხალხის ფაქტორი. მე უფრო მწვავე რეაქციის პერსპექტივებს ვხედავ. ასე რომ, ხელისუფლებას დამშვიდების ფუფუნება ნამდვილად არა აქვს. ამერიკელების შეფასებით, “ქართული ოცნების” ანტიდასავლური ნაბიჯები შიდა აუდიტორიის დაკვეთა კი არა, რუსეთის რჩევებსა და ულტიმატუმებზე დამოკიდებულების შედეგია. ეს ძალიან ცუდია! ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა ახლა ამ იმიჯის გაქარწყლებაა. ძალიან მნიშვნელოვანია, დასავლეთში დაინახონ, რომ რუსეთის აშკარა თუ ფარული მუქარები “ქართული ოცნების” საქმიანობის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი არ არის”, – აცხადებს ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რას ელოდება დასავლეთი თბილისისგან?!
”ე.წ. რუსული კანონის მიღების მიუხედავად, დასავლეთში “ქართულ ოცნებაზე” ანგარიშსწორება დღის წესრიგში არ დგას. სხვას რომ არაფერს მივაქციოთ ყურადღება და მხოლოდ ლონდონის ბირჟაზე ქართული ფასიანი ქაღალდების მიმართ დამოკიდებულებას დავაკვირდეთ, მივხვდებით, რომ დასავლეთის საფინანსო ელიტა საქართველოს საფინანსო ელიტას ერთობ კორექტულადაც მიუდგა. ამიტომაც არ განადგურდა ქართული საფინანსო სისტემა, თორემ ახლა მთლიანად ჩამოშლილი იქნებოდა. აშშ-ს საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ფინანსურ სისტემაზე ზემოქმედების უამრავი ბერკეტი აქვს და სასიკვდილო დარტყმის მიყენებაც შეუძლია. ამას ჯერ კიდევ არ აკეთებენ, რაც ნიშნავს, რომ საქართველოსგან ქმედით ნაბიჯებს ელოდებიან სიტუაციის განსამუხტავად, შემრიგებლურ საგარეო თუ შიდაპოლიტიკურ ნაბიჯს. ჯერი ხელისუფლებაზეა. ვაშინგტონში ჯერ კიდევ არ გადაუხედავთ ს პოლიტიკური როლისთვის. ახლა სწორედ მისგან ელოდებიან ჟესტს. ჩვენი არ იყოს, დასავლეთშიც არავინ აღიარებს ს და “ქართული ოცნების” სხვა პოლიტიკოსებს, ყველა ამ ერთ კონკრეტულ პირს უყურებს”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მირიან მირიანაშვილი.
“ხელისუფლება დასავლეთისკენ შემრიგებლურ ნაბიჯს არ გადადგამს. უკვე უნდა ვაღიაროთ, რომ “ქართულ ოცნებაზე” რუსეთი სერიოზულ სამხედრო და პოლიტიკურ ზეწოლას ახდენს. ამის გაგრძელება დამოკიდებულია რუსეთსა და დასავლეთს შორის ძალთა ბალანსის შეცვლაზე, ოღონდ ეს საქართველოს არ უკავშირდება. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როდის და როგორ შეიცვლება რუსეთ-უკრაინის ომის თეატრი. ამ ფლანგზე რევოლუციური ძვრები იკვეთება და ვფიქრობ, საქართველოზე მომართული რუსეთის სამხედრო წნეხი ცოტა ხანში შესუსტდება. ვგულისხმობთ იმას, ბოლო პერიოდში ორი ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა: ევროპულ ელიტაში ჩამოყალიბდა კარდინალური აზრი, რომ ამ ომში რუსეთი აუცილებლად უნდა დამარცხდეს. ამ დრომდე პრივალირებდა შეხედულება, რომლის მიხედვითაც ომი არც რუსეთს უნდა მოეგო და არც უკრაინა უნდა დამარცხებულიყო. ეს პრაქტიკულად სამხედრო-პოლიტიკურად განუხორციელებელი აღმოჩნდა და როცა დასავლეთში მოუწიათ არჩევანის წინაშე დადგომამ – ომი ან უკრაინას უნდა მოეგო, ან რუსეთს, რა თქმა უნდა, არჩევანი უკრაინის სასარგებლოდ გააკეთე”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“მე ახლახან ვნახე დოკუმენტი, თუ რა სახის შეიარაღება გადასცეს უკრაინას, გამაოგნებელი მასშტაბია, მსგავსი ამ დრომდე უკრაინას არ მიუღია არც რაოდენობრივი და არც ნომენკლატურული თვალსაზრისით. ხოლო უკრაინას რუსეთზე შეტევის უფლება ამ იარაღის მასშტაბიდან გამომდინარე მისცეს. ადრე ამას აზრი არ ჰქონდა. დღეს უკრაინისთვის გადაცემული იარაღი ეფექტური სამხედრო და პროპაგანდისტული შეტევის შესაძლებლობას იძლევა. ეს ყველაფერი იძლევა იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ მალე რუსეთს საქართველოზე სამხედრო ზეწოლის რესურსი აღარ ექნება, რაც ივანიშვილს შესაძლებლობას მისცემს გათავისუფლდეს მოსკოვის სამხედრო და პოლიტიკური ზეწოლისგან და დასავლეთისკენ გადადგას შემრიგებლური ნაბიჯი. თუ ამ შესაძლებლობით ისარგებლებს, ეს ძალიან მალე დაეტყობა პოლიტიკურ პროცესებს. თუ არადა, დასავლეთი გადავა ხისტ მოქმედებებზე”, – განმარტავს ანალიტიკოსი.
“ოცნება” ცდილობს ნარატივის დამკვიდრებას შიდაპოლიტიკურ სივრცეში, რომ რუსეთთან დაახლოება შიშის საფუძველზე დამყარებული მოცემულობა კი არ არის, არამედ მოსკოვი გვპირდება სა და ცხინვალის დაბრუნებას. სურთ შექმნან განცდა, რომ რუსეთთან ექსკლუზიური პოლიტიკის შედეგად შესაძლებელია აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ყველამ იცოდეს, ეს არასდროს არ მოხდება, გამორიცხულია. რუსეთს ძალიანაც რომ უნდოდეს, ფიზიკურად არა აქვს საშუალება საქართველოს ასეთი ბონუსი გაუკეთოს. ჩრდილოეთი კავკასია ისედაც აჯანყების პირას არის. ახლა რომ მოსკოვმა საქართველოს აფხაზეთი და ცხინვალი დაუბრუნოს, ეს პუტინის სისუსტედ აღიქმება და კავკასიაში შეუქცევადი პროცესები დაიწყება. რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური დასუსტება ერთადერთი წინა პირობაა იმისა, რომ ჩვენ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება მოვახერხოთ. სხვა ყველა ვერსია გულუბრყვილობაა. მეტსაც გეტყვით – რუსეთის დასუსტებაზეა დამოკიდებული თვით `ქართული ოცნების~ ხელისუფლების ბედიც”, – დაასკვნის მირიან მირიანაშვილი.
“ღმერთმა ნუ ქნას და, თუ პუტინმა უკრაინაში გაიმარჯვა, ის კავკასიაში თვისებრივად სხვა დონეზე – ბატონისა და დამპყრობლის როლში შემოვა. ასეთ შემთხვევაში პუტინს “ქართული ოცნება” არაფერში აღარ დასჭირდება, საკუთარ ხალხს დაგვისვამს ხელისუფლებაში. ამიტომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება უნდა ოცნებობდეს, რომ პოლიტიკურმა და სამხედრო მოცემულობამ პუტინს კავკასიის რეინტეგრაციის საშუალება არ მისცეს. მე არ ვიცი, კობახიძე ამას აცნობიერებს თუ არა, მაგრამ მთლიანად დასავლეთის იმედზე უნდა იყოს. “ქართული ოცნების” პირადი შემადგენლობის, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის ლოიალურობა ბიძინა ივანიშვილის მიმართ ჯერ კიდევ არის ამ პოლიტიკური ძალის სტაბილურობის გარანტია. ისინი დამოკიდებული არიან ივანიშვილზე, ივანიშვილი კი მათზე, სწორედ მათი საშუალებით მართავს ის ახლა პროცესს, მაგრამ ეს ურთიერთობა ძალაზე მყიფეა. “ქართული ოცნების” პოლიტიკოსებსა და მათ შვილებს დიდი ქონება აქვთ დასავლეთის სხვადასხვა ქვეყანაში. თუ დასავლეთმა გადაწყვიტა ივანიშვილის წინააღმდეგ ბერკეტების ამოქმედება, უპირველესად “ქართული ოცნების” ოჯახის წევრებზე ზემოქმედებას დაიწყებს და ქონებას დაუყადაღებს. სანქციების საკითხი თუ დადგა, მხოლოდ ივანიშვილს კი არა, გაცილებით ფართო წრეს შეეხება…” – ამტკიცებს რესპონდენტი.
“ახლა რომ ოპერატიული პაუზა გვაქვს, ეს არაფერს ნიშნავს, ახლა დასავლეთი, პირველ რიგში კი აშშ, ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლებაზე რუსეთის სამხედრო და პოლიტიკურ წნეხს, ელოდება, რომ ზაფხულ-შემოდგომაზე დაასუსტებენ რუსეთს უკრაინაში და შემდეგ საქართველოს პოლიტიკურ ხელისუფლებას მოსკოვიდან გამოხსნის შანსს მისცემენ. ამიტომ გადაიწია საქართველოს ხელისუფლებისთვის 1-ლ ივნისამდე მიცემულმა დედლაინმა 1-ლ ივლისამდე და არ არის გამორიცხული, ცოტა კიდევ გადაიწიოს. შესაბამისად, დღევანდელი ოპერატიული პაუზის პირობებში ლარის კურსის სტაბილურობის იმედი უნდა გვქონდეს, იმიტომ, რომ ჯერ ლარზე ზემოქმედების პერსპექტივა არ არის, შიდაპოლიტიკურ სტაბილურობასაც არაფერი ემუქრება”, – დაასკვნის ანალიტიკოსი და შეკითხვაზე – “ამასობაში არჩევნებიც მოვა. როგორ აფასებთ არჩევნების პროცესს და ამ პროცესში პრეზიდენტ ზურაბიშვილის როლს?” – პასუხობს:
“ზურაბიშვილის პოლიტიკური აქტიურობისადმი დასავლეთის დამოკიდებულება არ შეცვლილა. ჩემი ინფორმაციით, ივანიშვილი ჩაყენებულია საქმის კურსში, რომ ზურაბიშვილის მოქმედებები დასავლურ ელიტასთან არის შეთანხმებული. მისი პოლიტიკური აქტიურობის წინააღმდეგ ხელისუფლების ადმინისტრაციული ზემოქმედება პირდაპირ ვაშინგტონთან დაპირისპირებას ნიშნავს. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ პოლიტიკური ბლოკი, რომელიც ზურაბიშვილის ქოლგის ქვეშ ყალიბდება, ადმინისტრაციულად დაცულია, მათ არავინ შეუტევს. აი, როდესაც ივანიშვილის საკითხი საბოლოოდ გადაწყდება, მერე ვაშინგტონი იმასთან დაკავშირებითაც მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, თუ რა დონეზე დაუჭიროს მხარი პრეზიდენტის გარშემო შემოკრებილ ძალებს, ძალთა ბალანსი როგორ დაიჭიროს”…

ასევე დაგაინტერესებთ