,,ქართული ოცნების” 3 ტყუილი – ლევან ლორთქიფანიძე

,,კავკასიის სახლის” წევრი, ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,🐓 ტყუილი N 1 – ხელისუფლების მიერ ინიცირებული კანონის წინააღმდეგ და საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდასაჭერად ქუჩაში გამოსული ხალხის რაოდენობა პიკის დროს 9500 ადამიანს უტოლდებოდა.
🐓 ტყუილი N 2 – გამოსულთა უდიდესი უმრავლესობა, 2/3 ოპოზიციური პარტიების აქტივია. მიტინგებში არ მონაწილეობენ ადამიანები, რომლებიც უკიდურესად კრიტიკულად არიან განწყობილნი როგორც ხელისუფლების, ასევე მათი სახელგანთქმული ოპონენტების მიმართ.
🐓 ტყული N 3 – “ქართული ოცნების” კონტრდემონსტრაციაზე საჯარო მოხელეების უდიდესი უმრავლესობა თავისი ნებით, სიხარულით, სინდისის კარნახით, დიდი ენთუზიაზმით მოემართება. ისინი არ არიან შანტაჟისა და ზეწოლის შედეგად მობილიზებული პირები. მათ ყველას ევროპა გარყვნილების ბუდედ მიაჩნიათ და სურთ საქართველო დაიხსნან ბოროტმოქმედი ბერლინისგან, პარიზისგან, ვარშავისგან…
მე მიყვარს ის საქართველოც, რომელიც მათრახისა თუ თაფლაკვერის გამო საწინააღმდეგო მხარეზე აღმოჩნდნენ… მე მიყვარს ის საქართველოც, რომლის წარმომადგენლებიც გულწრფელად დადგებიან “ქართული ოცნების” მიტინგზე… (თან დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა მდინარაძის სატელევიზიო დროის მემილიონედიც რომ მქონოდა, პატიოსან ხალხს აზრს შევაცვლევინებდი).
მხოლოდ იმ ადამიანებს ვერ ვიტან, რომლებიც ამ ხელოვნურ, ზემოდან ქვემოთ ორგანიზებულ კონტრდემონსტრაციას აწყობენ, 🐓 ტყუილებს ავრცელებენ, დაქვემდებარებულ პირებს საკუთარი ნების წინააღმდეგ მოქმედებას აიძულებენ და რაც მთავარია – პირადი ინტერესების გამო ყიდიან ქვეყნის მომავალს, დარტყმის ქვეშ აყენებენ სამოქალაქო მშვიდობას და სახიფათო კარნავალებით სურთ ქვეყნის მართვა.
ღმერთის გეშინოდეთ!”