ქართული ოცნების ცნობით, 29 აპრილს აქცია 20:00 საათზე დაიწყება

ქართული ოცნება 29 აპრილს, პარლამენტის წინ რუსული კანონის მხარდამჭერ კონტრაქციასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. პარტიის ცნობით, ეს იქნება საყოველთაო სახალხო შეკრება – მამული, ენა, სარწმუნოება!
ქართული ოცნების ცნობით, აქცია 20:00 საათზე დაიწყება, ხალხს კი პარლამენტთან მისვლისკენ 18:00 საათიდან მოუწოდებენ.
მმართველი გუნდის ლიდერების განცხადებით, აქციას ც დაესწრება.
ქართული ოცნების განცხადებით, მმართველი პარტია 29 აპრილს პარლამენტთან რუსული კანონის მხარდამჭერ აქციას ჩაატარებს და მოსახლეობას მოუწოდებს “ერთად ვუთხრათ უარი შავი ფულით საქართველოში რევოლუციის, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმის, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის, ლგბტ-პროპაგანდის, ნარკოტიკების პროპაგანდის, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის, რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის დაფინანსებას”.
საქართველოს პარლამენტმა რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა – მომხრე 83 დეპუტატი იყო, ხოლო მოწინააღმდეგე არცერთი დეპუტატი. კენჭისყრას არ ესწრებოდა ოპოზიცია.
ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა “აგენტი” ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
16 აპრილს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა მოქალაქეების დარბევა და დაკავება მოულოდნელად, დაახლოებით 00:30 საათისთვის დაიწყეს. აქციის მონაწილეები პარლამენტის უკანა ტერიტორიაზე იყვნენ შეკრებილები.