„ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს – ცვლილებები „გრანტების“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონების გარდა კიდევ ხუთ კანონში შედის
პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყება, რომლის ამოცანა პარტიულ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვების დაწესებაა.
„გრანტების შესახებ“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონებსა და კიდევ ხუთ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს.
სავარაუდოდ, პირველი მოსმენით ცვლილებებს 3-4 თებერვლის პლენარულ სხდომაზე გაიტანენ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
შვიდი კანონპროექტისგან შემდგარ პაკეტში პირველი “გრანტების შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებებია.




