„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დელეგატი ანზორ ბოლქვაძე ქედის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს დელეგატი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლეს საბჭოში ქედის დელეგატ – მამუკა თურმანიძესთან ერთად სოფლების: ოტოლაძეების, ტაკიძეების, დანდალოსა და გოგიაშვილების მოსახლეობას შეხვდა.
„ქართული ოცნების” ინფორმაციით, ანზორ ბოლქვაძე გაეცნო მოსახლეობის საჭიროებებს. ყურადღება გაამახვილეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო ს მნიშვნელობაზე და იმ მიმართულებაზე, რომელზეც „ქართული ოცნების“ გუნდი აქტიურ მუშაობას აპირებს.
„ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს დელეგატმა ისაუბრა სახელისუფლებო გუნდის მიერ ქედის სოფლებში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ