„ქართული ოცნების“ პრესსამსახური: Youtube-ზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ყალბი სარეკლამო რგოლი ვრცელდება

Youtube-ზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ს ყალბი სარეკლამო რგოლი ვრცელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც პარტიის პრესსამსახურში განმარტავენ, აღნიშნული ვიდეორგოლი, რომლის მიზანია „ტესლა ბოტის“ რეკლამირება, აწყობილია ხელოვნური ინტელექტის მიერ და სინამდვილეს არ შეესაბამება.
„საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ აღნიშნული ვიდეორგოლი არ არის ნამდვილი, აწყობილია ხელოვნური ინტელექტის მიერ და მიზნად ისახავს „ტესლა ბოტის“ რეკლამირებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. შეუიარაღებელი თვალითაც მარტივი გასარჩევია, რომ ეს ვიდეორგოლი ყალბია, მაგრამ იმისათვის, რომ თუნდაც ერთი ადამიანი არ შევიდეს შეცდომაში, აღნიშნული მცირე განმარტება მაინც საჭიროდ მივიჩნიეთ“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ