„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომას ესწრებოდა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომას პარტიის საპატიო თავმჯდომარე  ესწრებოდა.

სხდომა პარტიის ცენტრალურ ოფისში გაიმართა, სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას, დიდი ბრიტანეთის მიერ ორი ქართული ტელეკომპანიის – „იმედისა“ და POSTV-ის დასანქცირების საკითხზე, პარტიის განცხადება გააცნო.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შეფასებით, დიდი ბრიტანეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თავისუფალ მედიაზე ღია თავდასხმის უპრეცედენტო მაგალითია.

„მოტივი დისკრედიტებული, ცოცხალ-მკვდარი ოპოზიციისთვის მაჯისცემის შენარჩუნების მცირეოდენი შანსის მიცემა იყო…

როგორც კი რადიკალურმა ოპოზიციამ უცხოელი პატრონების მხრიდან „იმედისა“ და „პოსტვის“ სანქცირებით ერთჯერადი დახმარება მიიღო, ერთიანი “მესიჯბოქსით“ დაიწყეს აბსურდის მტკიცება, თითქოს, ხელისუფლება და თავისუფალი ქართული მედია ჩამოშლის პირას იყო. ეს არის კიდევ ერთი ლუსტრაცია და ამავდროულად, ამ ადამიანების ტრაგედია, რომ მათი შეხედულებით, საქართველოს ბედს არა ქართველი ხალხი, არამედ გარე ძალა უნდა წყვეტდეს“, – მიიჩნევს მმართველი პარტია.

ასევე დაგაინტერესებთ

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)

ირაკლი კობახიძე – არაფერი გადასარჩენი არ სჭირს „იმედს“ და „პოსტვ“-ს, არაფერი გადასარჩენი არავის არ სჭირს ამ ქვეყანაში, არც ქვეყანაა გადასარჩენი, ყველაფერი არის ძალიან კარგად – კომერციულ სუბიექტებს მოვუწოდებ, ითანამშრომლონ ორივე ტელეკომპანიასთან