„ქართული ოცნების“ ორგანიზებით, რუსთაველის გამზირზე “საყოველთაო სახალხო ზეიმი” მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ ორგანიზებული „საყოველთაო სახალხო შეკრებასთან“ დაკავშირებული ღონისძიება მიმდინარეობს.
ღონისძიება საქართველოს ჰიმნით გაიხსნა.
რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა შეკრება 18:00 საათიდან დაიწყეს.
დღევანდელ შეკრებას უერთდებიან “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, რომლებიც “ფილარმონიიდან” საკონონმდებლო ორგანომდე მსვლელობით მივიდნენ. მათ გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით: “ღირსებით ევროპისკენ”.
საკანონმდებლო ორგანოსთან დამონტაჟებულია სცენა, სადაც ამ მომენტში სიტყვით უმრავლესობის ლიდერი, გამოდის.
“ჩვენი მრწამსი მდგომარეობს იმაში, რომ დიდი ილიას სიტყვებს მივყვებით: – მამული, ენა, სარწმუნოება. ჩვენი ადგილი არის ევროპაში. აუცილებლად უნდა გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრები. ჩვენი კულტურით, იდენტობით შევავსებთ და უფრო გავამდიდრებთ ევროპას”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ, რომელმაც სახალხო შეკრება გახსნა.
როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ მოქალაქეებს პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, მიმართავს. ამასთან, შეკრებილებს სიტყვით მიმართავს პრემიერ-მინისტრი, , ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, .

ასევე დაგაინტერესებთ