“ქართული ოცნების” ნინოწმინდის მერობის კანდიდატი ანივარდ მოსოიანი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

“ქართული ოცნების” ნინოწმინდის მერობის კანდიდატი ანივარდ მოსოიანი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
“ქართული ოცნების” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი და მოქმედი მერი, ანივარდ მოსოიანი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
მოსოიანის განცხადებით, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, პრიორიტეტი კვლავ ინფრასტრუქტურული პროექტები, გზები და რეკრეაციული ზონების მშენებლობა იქნება.
“პრიორიტეტია ინფრასტრუქტურა, მუნიციპალიტეტის გზები, მოსახლეობის მოთხოვნით. ასევე, რეკრეაციული ზონების მშენებლობა.
განვსაზღვრეთ, რომ საჭიროა ახალი ფართი, რათა ახალგაზრდებმა შეძლონ საკუთარი პოტენციალის გამოყენება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.” – განაცხადა ანივარდ მოსოიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი: სუს-ის გადაწყვეტილება, რომ ხელმძღვანელი პირების დეკლარაციები აღარ იყოს საჯარო, აბსოლუტურად ლოგიკური და გამართლებულია ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე