“ქართული ოცნების” მთავრობა “სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს” შექმნას გეგმავს

“ქართული ოცნების” მთავრობა გეგმავს, შექმნას მათივე კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო. შესაბამისი ცვლილება “გრანტების შესახებ” კანონში შედის. კანონპროექტს “ქართული ოცნების” დეპუტატები დაჩქარებული წესით განიხილავენ.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ სააგენტოს მიზანი იქნება საქართველოს ბიუჯეტით საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა, “რომელთა საქმიანობის მიმართულებები თანხვედრაში იქნება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებთან”.
ცვლილებით, [ხელახალი რედაქციით ყალიბდება კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი], გარდა იმისა, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა დაევალება, ამავე მიზნით გრანტების გაცემის შესაძლებლობაც ექნება.
ამასთან, პროექტის მიხედვით, კანონს დაემატება ნორმა, რომლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირის ხელმძღვანელს, საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერის მიზნებისთვის, ექნება, როგორც ნორმატიული ხასიათის, ასევე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილება.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში, ასევე წერია, რომ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოში, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინასდება დასაქმდება დაახლოებით 10 პირი.
არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების ინციატივაზე მ ჯერ კიდევ 2024 წლის სექტემბერში განაცხადა. მაში მან თქვა, რომ სახელმწიფო საგრანტო პროგრამას შექმნის.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნოთ საგრანტო პროგრამა, რომელიც სრულად ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება…
რეგისტრაციას არ ერიდებიან უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში არც პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ცდილობენ, არც რევოლუციური გეგმების რეალიზებაში მონაწილეობენ, არც ქვეყნის რელიგიური იდენტობის შერყევას ცდილობენ, არც ლგბტ-პროპაგანდით არიან დაკავებული და არც სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების მშენებლობისთვის ქმნიან ხელოვნურ დაბრკოლებებს“, – თქვა 2024 წლის 9 სექტემბერს ირაკლი მ.
„ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. აგენტების კანონი (უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ) 2024 წლის გაზაფხულზე მიიღო, საქართველოში საპროტესტო აქციების და -ის, ევროკავშირის სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ევროსაბჭოს მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა ამ კანონზე. მას ვეტო დაადო პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
2024 წლის 21 მაისს გამოქვეყნებული დასკვნით, ევროსაბჭოს ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას „მტკიცედ ურჩია“, გაეუქმებინა სამი მოსმენით მიღებული კანონი მისი „ფუნდამენტური ხარვეზების“ გამო.
კომისიამ შეისწავლა კანონპროექტის თავსებადობა საერთაშორისო ნორმებთან, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან და დაასკვნა, რომ იგი ეწინააღმდეგება კონვენციის ოთხ მუხლს:
· პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას;
· გამოხატვის თავისუფლებას;
· შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას;
· დისკრიმინაციისგან დაცვის უფლებას.
2024 წლის 28 მაისს საპარლამენტო უმრავლესობამ დაძლია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე” პრეზიდენტის ვეტო.

ასევე დაგაინტერესებთ