„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე მათ მხარდამჭერებს ხმის მიცემის საშუალება არ მიეცათ, რასთან დაკავშირებული საკითხის გამოძიების მოთხოვნითაც პროკურატურას მიმართავს

პარტია “ქართული ოცნების“ განცხადებით, მათ აქვთ 81 იდენტიფიცირებული ფაქტი, რითად დასტურდება, თუ როგორც მოპარა “ნაცმოძრაობის კლასტერმა“ “ქართული ოცნებას“ ხმა და “ქართული ოცნების“ მომხრე ადამიანებს არჩევნებში ხმის მიცემის საშუალება არ მისცა.
პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მ ორ კონკრეტულ სქემაზე ისაუბრა და პროკურატურას გამოძიების მოთხოვნით მიმართა.
როგორც მდინარაძემ განმარტა, “ნაცმოძრაობის“ კლასტერის მიერ “ქართული ოცნების“ ამომრჩევლები ამოღებულები იყვნენ საარჩევნო სიიდან და პირადი მონაცემების მოპოვების გზით სპეცსიაში იყვნენ შეყვანილი.
“ჩვენი საზოგადოება 6-დღიანი ბულინგის ქვეშ არის, თითქოს გაყალბდა , თითქოს ხმები მოიპარეს, თუმცა არც ერთი მტკიცებულება ამის შესახებ, რეალური ფაქტი, ვინმეს არ წარმოუდგენია.
როგორც ჩანს, “ტოპ ტვინებმაც“ ჯერჯერობით ვერაფერი მოტვინეს, თენგოც არაფერს იძახის!
დღეს წარმოგიდგენთ მტკიცებულებებს და კონკრეტულ ფაქტებს, როგორ იპარავდნენ “ქართული ოცნების“ ხმებს, რა სქემა იყო, რას აკეთებდნენ, რას კადრულობდნენ და რა კონკრეტული მტკიცებულებები და ფაქტები არსებობდა ამასთან დაკავშირებით.
მათ რომ არ ეგონათ, რომ გაუხმაურდებოდათ ეს ამბავი, ასეთი ფაქტებია აღმოჩენილი. როდესაც აქეთ გვაბრალებენ, ახლა მე მათ ვაჩვენებ, რეალობა რა არის და რას კადრულობენ ისინი და მათი წარმომადგენლები.
სქემა N1: – გვაქვს 81 დადასტურებული და იდენტიფიცირებული ფაქტი, რომელსაც დღესვე წარვუდგენთ პროკურატურას.
არიან კონკრეტული ამომრჩევლები, რომლებიც იდენტიფიცირებული გვყავს, როგორც “ქართული ოცნების“ მომხრეები. ისინი მიდიოდნენ საარჩევნო უბანზე და მათ საკუთარი თავი სიიდან ამოღებული ხვდებოდათ. ირკვეოდა, რომ ისინი “ნაცმოძრაობის“ კლასტერის სხვადასხვა პარტიების მიერ დანიშნულები იყვნენ მათი პარტიის წარმომადგენლებად სხვა საარჩევნო უბნებში – ხშირ შემთხვევაში მოშორებით, მათი ჩაწერის ადგილიდან და შესაბამისი, საარჩევნო უბნიდან. დავუშვათ, მამუკა მდინარაძე რომ მივიდოდა საბურთალოზე, თავის საარჩევნო უბანში, ხვდებოდა მოცემულობა, რომ ის დანიშნული იყო მაგალითად, სამტრედიაში “ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლად სხვა ოლქის საარჩევნო უბანზე. შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში ჩვენი მომხრეები ვეღარ ახერხებდნენ, რომ ხმა მიეცათ.
თბილისის შემთხვევაში: დიდუბეში მცხოვრები ნონა ნემსაძე, რომელსაც ხმა უნდა მიეცა 27-ე საარჩევნო უბანზე, როდესაც მივიდა, აღმოაჩინა, რომ დანიშნული იყო “ევროპული საქართველოდან“ ნინოწმინდაში წარმომადგენლად 25-ე საარჩევნო უბანზე. ასევე, მაგალითად მაყვალა ხატიაშვილი, რომელსაც ხმა უნდა მიეცა, რეგისტრირებულია შესაბამისად დიდუბეში და ხმა უნდა მიეცა დიდუბის 30-ე საარჩევნო უბანზე, მივიდა და გაირკვა, რომ ის იყო დანიშნული 53-ე საარჩევნო უბანზე ს პარტიიდან. ნინო დვალი მივიდა სამგორში თავის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სადაც ჩაწერილია და სადაც უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული, მე-19 საარჩევნო უბანზე, ხმა ვერ მისცა მანაც იმის გამო, რომ აღმოჩნდა ამბროლაურში მეათე საარჩევნო უბანზე დანიშნული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. ბორჯომში მაცხოვრებელი ელენე ელიოსიძე, რომელსაც ხმა უნდა მიეცა მე-4 საარჩევნო უბანზე, აღმოჩნდა დანიშნული „ლელოდან“ საბურთალოს მე-3 საარჩევნო უბანზე და ხმა ვერ მისცა. ნუკრი დოლაბერიძე, რომელსაც ხმა უნდა მიეცა წყალტუბოში 24-ე საარჩევნო უბანზე, აღმოჩნდა ქუთაისში დანიშნული 59-ე საარჩევნო უბანზე „ევროპული საქართველოდან“. ნუგზარ ირემაძე ადიგენში ხმა უნდა მიეცა მე-15 საარჩევნო უბანზე, იქ ცხოვრობს და აღმოჩნდა ხულოში დანიშნული ალეკო ელისაშვილის პარტიიდან 23-ე საარჩევნო უბანზე.
ვინ, რა ნომრით, როგორ მოიპოვა მათი პირადი მონაცემები და როგორ დანიშნა სხვაგან მათი პარტიის წარმომადგენლად “ქართული ოცნების“ მომხრეები, რომლებსაც ამის შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდათ, ეს არის გამოძიების საქმე. საქმე გვაქვს სავარაუდო დანაშაულთან, როდესაც ხელი ეშლება მოქალაქეს თავისი არჩევანი თავისუფლად დააფიქსიროს. ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლი.
სქემა N2: აღმოჩნდა შემთხვევები, როდესაც გადასატან ყუთთან „ნაცმოძრაობის“ კლასტერის წარმომადგენლები იყვნენ ანუ მათ წილისყრით იმ მოქალაქეებთან მისვლა მოუწიათ, რომელსაც გადასატანი ყუთის მეშვეობით უნდა მიეცა ხმა. როდესაც მათ აიღეს ეჭვი, განწყობაზე შეატყვეს, რომ ისინი მათ პარტიებს არ უჭერდნენ მხარს და “ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ, ხელი არ მოაწერინეს – ისარგებლეს იმით, მოქალაქეებს არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ შესაბამის ფურცელზე მათი ხელმოწერა უნდა ყოფილიყო. ასეთი გადასატანი ყუთის მონაცემები ანგარიშში ვერ შევიდა და გაუქმდა.
მაგალითად, ზესტაფონის საარჩევნო ოლქის ქვედა საქარის N38 საარჩევნო უბნის გადასატანი ყუთის წაღება ამომრჩეველთან წილისყრის საფუძველზე წილად ხვდა „ნაცმოძრაობას“ და „ლელოს“ – როდესაც გადასატანი ყუთი უბანზე დაბრუნდა, ხელმოწერები არ იყო, რადგან იეჭვეს, რომ ვინც გაფერადებულ არჩევანს გადასატან ყუთში ათავსებდა “ქართული ოცნების“ მომხრეები იყვნენ.
ასე მოჰპარეს სოფელ ქვედა საქარის ამომრჩევლებს ხმები. აქაც ხელი შეუშალეს შეგნებულად იმით, რომ არ მოაწერინეს ხელი, იცოდნენ, რომ ამ შემთხვევაში გაბათილდებოდა მონაცემები.
ჩვენ გვაქვს სხვა ინფორმაციებიც, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ზუგდიდში, თელავში და რამდენიმე საარჩევნო ოლქში, როგორ ცდილობდნენ, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაეტოვებინათ ამომრჩევლები სახლში. ამას ჩვენ გვაბრალებდნენ, მაგრამ სანამ არ გვექნება კონკრეტული მტკიცებულება და იდენტიფიცირებული მონაცემები, ამაზე არ ვისაუბრებ.
ახლა ჩვენ ვსაუბრობთ იმ ორ სქემაზე, როგორ დასდევდნენ თითოეულ ხმას, როგორ მოჰპარეს კონკრეტულ ადამიანებს, „ქართული ოცნების“ მომხრეებს თავისი არჩევანი და როგორ დაგვაკლეს ხმები. 81 იდენტიფიცირებული შემთხვევაა. ზოგ შემთხვევაში მათ ვერ მოახერხეს, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველმა შეძლო, რომ წასულიყო საარჩევნო უბანზე და მიეცა ხმა, აქ უკვე მცდელობაა ხმის მოპარვის. ზოგ შემთხვევებში, იმ შემთხვევებში, რომელიც მე დღეს წარმოგიდგინეთ ვერ შეძლო.
მივმართავ საქართველოს პროკურატურას, ყურადღებით გამოიძიოს ყველა ეს საქმე. ჩვენ მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რაზეც ახლა მე ვისაუბრე.
ს ერთი ცნობილი გამონათქვამის არ იყოს, „სადაც არ უნდა გათხაროო“ – მართლა მათ გამოთხარეს ისეთ რაღაცები, რასაც არ ელოდნენ, ამ დაბრალებებით, ისინი ჰაერში ისვრიან სიტყვებს და აბრალებენ სხვას იმას, რის მცდელობებიც და ზოგ შემთხვევაში სამწუხაროდ, განხორციელებული, დამთავრებული დანაშაულიც სახეზე გვაქვს. ამიტომ საქართველოს პროკურატურას ვთხოვთ ყურადღებით გამოიძიოს ყველა ეს შემთხვევა და დააკვალიფიციროს ზუსტად ისე, როგორც უნდა დაკვალიფიცირდეს კონკრეტული მოქმედება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.