„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კვლავ ირაკლი კობახიძე იქნება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტიდან და პოლიტიკიდან ს წასვლის შემდეგ გამართულ პირველ ყრილობაზე პარტიამ თავმჯდომარედ კვლავ აირჩია , რომელიც ამ პოსტს 2024 წლის 1 თებერვლამდე იკავებდა. 7 მაისს გამართულ ყრილობაზე დაამტკიცეს მცირედით შეცვლილი პოლიტსაბჭოს შემადგენლობაც.
ირაკლი კობახიძის კანდიდატურა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მ გააცნო დასწრეებს. სხვა კანდიდატი არ ყოფილა. ყრილობამ ის ერთხმად დაამტკიცა.
მ მადლობა გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილს „ყველა დამსახურებისთვის გუნდისა და ქვეყნის წინაშე“.
კობახიძემ „უდიდესი მადლობა“ გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს „ქართული საქმის კეთებისთვის“.
მან ასევე თქვა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის სათვის პარტიას სამზადისი დაწყებული აქვს და რამდენიმე კვირაში ოფიციალურად გაიხსნება საარჩევნო კამპანია.
„პარტია სრულად იქნება მობილიზებული მეათე, საიუბილეო გამარჯვებისთვის“, – თქვა მან.
ჯერ უცნობია, სხვა რომელიმე მსხვილი პარტია, – რომლებიც არალეგიტიმურად მიიჩნევენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და უნდობლობას უცხადებენ მისი ხელისუფლების პირობებში დაკომპლექტებულ ინსტიტუტებს, მათ შორის ს, – მიიღებს თუ არა მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.
„ქართული პოლიტიკიდან რადაიკალების ჩამოშორების შემდეგ, რაც ძალიან მალე მოხდება, ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ სიძულვილს, დავაბრუნებთ გზასაცდენილ თანამოქალაქეებს და გავაერთიანებთ ჩვენს საზოგადოებას.ეს არის ჩვენი ეროვნული ამოცანა“, – განაცხადა მან.
ირაკლი კობახიძემ ასევე დაასახელა პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობა:
· – საპატიო თავ,ჯდომარე
· – პარტიის გენერალური მდივანი
· – პარლამენტის თავმჯდომარე
· მამუკა მდინარაძე – უმრავლესობის ლიდერი
· გიორგი ვოლსკი – პარლამენტის ვიცე-სპიკერი
· – პარლამენტის წევრი
· ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა მინისტრი
· ირაკლი ჩიქოვანი – თავდაცვის მინისტრი
· მაკა ბოჭორიშვილი – საგარეო საქმეთა მინისტრი
· ნიკოლოზ სამხარაძე – პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
· მარიამ ქვრივიშვილი – ეკონომიკის მინისტრის მოადგილე
· დიმიტრი სამხარაძე – „ოცნების“ რეგიონული მდივანი
· სულხან თამაზაშვილი – აჭარის მთავრობის მეთაური
· ნინო წილოსანი – პარლამენტის წევრი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სპეკულაცია, რომელიც ოპოზიციამ, მედიამ და „ენჯეოებმა“ აშშ-ის საელჩოს განცხადებას მოაყოლეს, კარგი ილუსტრაციაა, როგორ შექმნა უცხოურმა დაფინანსებამ ჰიბრიდული ომის უკონტროლო მონსტრი

ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე – გაშლილი ხელი დამარტყა სახის მარჯვენა არეში, საკმაოდ ძლიერი იყო, მე განვიცადე ტკივილი – ჩემმა რამდენიმე თანამშრომელმა აღნიშნა, „ყური წითელი გაქვს, ლოყა წითელი გაქვს“, სარკეში ჩავიხედე და მქონდა სიწითლე