„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ყოფილი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი გახდა

დღეს, 26 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე 36 წლის ყოფილი ძიუდოისტი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვარლამ ლიპარტელიანი გახდა.
მან ამ პოსტზე ჩაანაცვლა 31 წლის გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც ახალგაზრდულ ორგანიზაციას 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა. ამჟამად ისიც პარლამენტის წევრია.
პარტიის ინფორმაციით, ახალი თავმჯდომარე დღეს სასტუმრო „პარაგრაფში“ გამართულ ყრილობაზე „ერთხმად აირჩიეს“ დელეგატებმა.
ყრილობას ესწრებოდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟი, ცოტნე ივანიშვილი.
„მე პირადად ძალიან მიხარია, რომ ასეთი ღირსეული, წარმატებული, მოტივირებული ადამიანი ჩაუდგება სათავეში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას“, – განაცხადა მან.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)