„ქართული ოცნება“ 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს მოიგებს – კობახიძე

„ქართული ოცნება“ 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს მოიგებს –
ყველა შემთხვევაში, პირველ ტურში მოიგებს თბილისის მერობის არჩევნებს – ვფიქრობ, კახა კალაძისთვის 60%-ზე მაღალი შედეგიც აბსოლუტურად რეალურია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს მოიგებს.
„ყველა შემთხვევაში პირველ ტურში მოიგებს კახა კალაძე თბილისის მერობის არჩევნებს და უფრო მეტიც, როგორც მიდის ახლა პროცესები, ვფიქრობ, კახა კალაძისთვის 60 პროცენტზე მაღალი შედეგიც აბსოლუტურად რეალურია. დანარჩენი გადამწყვეტი იქნება ხალხის ნება, თუმცა ყველა კვლევა აჩვენებს იმას, რომ ხალხის სიმპათიები არის სწორედ კახი კალაძის მხარეს.
ჩემი მიზანი იცით რაც არის: 64-ვე მუნიციპალიტეტში გვინდა, მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს და ეს არის რეალურზე რეალური. მე დარწმუნებულიც ვარ, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.