„ქართული ოცნება უკეთ მოემზადა, აგენტებს მთის წესებით ცხოვრებას ასწავლიან“ – დუგინი

„სოროსის ქსელის პირველმა მცდელობამ საქართველოში უცხოელი აგენტების კანონის მიღება ჩაშალა. ამჯერად ქართული ოცნება, რომელიც უფრო და უფრო აღადგენს სუვერენულობას, უკეთ მოემზადა. უცხოელ აგენტებს მთის წესებით ცხოვრებას ასწავლიან“.
ამის შესახებ 8 მაისს საკუთარ ტელეგრამ-არხზე ე.წ. რუსული სამყაროს ნარატივის იდეოლოგმა, კრემლთან დაახლოებულმა ალექსანდრ დუგინმა დაწერა.