„ქართული ოცნება” როგორ არ მიყვარს კი იცით, მაგრამ თუ მოხდა პარლამენტის ბლოკირება მე წავალ სახლში – კახა წიქარიშვილი

„ქართული ოცნება” როგორ არ მიყვარს კი იცით, მაგრამ თუ მოხდა პარლამენტის ბლოკირება მე წავალ სახლში – კახა წიქარიშვილი
არასამთავრობო ორგანიზაცია “დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის” წევრი კახა წიქარიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ბრიფინგს გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, დაგეგმილია, რომ მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეკრებამ მიიღოს ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, მათ შორის, შეკრების მონაწილეებმა საქართველოს პარლამენტის ბლოკირება სცადონ, რაზეც მინისტრმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან მუხლი დაასახელა, რომლის საფუძველზეც განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ობიექტის ნორმალური მუშაობა, 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
კახა წიქარიშვილი თავის სტატუსში აღნიშნავს, რომ სახლში წავა იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის შენობის ბლოკირება მოხდება.
„ქართული ოცნება როგორ არ მიყვარს კი იცით, მაგრამ ამ მუხლს მეც ასე განვმარტავ და თუ მოხდა პარლამენტის ბლოკირება მე წავალ სახლში“– წერს კახა წიქარიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა” ოპოზიციიდან აგრძელებს ძალადობას სპორტსმენებზე, ამუნათებენ და მათთვის საჭირო პოზიციის დაფიქსირებას აიძულებენ და ვინც არ ,,დაემორჩილება” უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავენ