ქართული ოცნება და ხალხის ძალა არჩევნებზე საერთო სიით გავლენ

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, ს პარტიები – ქართული ოცნება და ხალხის ძალა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საერთო სიით წარსდგებიან.
ამის შესახებ მდინარაძემ ქართული ოცნების ახალი ოფისის გახსნისას განაცხადა.
“…მივესალმები ასევე ჩვენი მეგობრების ჯგუფს, შემართულ ჯგუფს, რომელსაც ხალხის ძალა ჰქვია, დღეს შემთხვევითი არ არის, ეს მისალმებაც, იმიტომ რომ ჩემგან გაიგებთ ალბათ პირველად, გავკადნიერდები, რომ ისინი საპარლამენტო არჩევნებში, ჩვენთან საერთო სიით მიიღებენ მონაწილეობას.” – თქვა მდინარაძემ.