წალენჯიხის მერია განცხადებას ავრცელებს და წერს რომ წალენჯიხის საკრებულოს წევრები, მათ შორის, ქართული ოცნებიდან და ორი დეპუტატიც წარსულში ნაციონალური მოძრაობიდან და ამჟამად, ახალიდან, მხარს არ უჭერს იმ შტატის დამატებას, რომელი შტატის დამატებასაც კანონი ითხოვს და არ დამატების შემთხვევაში კი ჯარიმას ითვალიწინებს.
წალენჯიხის მერია:
სამწუხაროდ უკვე მეორედ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა წევრებმა, (ამჟამად “ახალის” წევრებმა) ავთანდილ გაბელიამ, ეკა სამუშიამ და ფრაქცია ქართულმა ოცნებამ, ერთობლივად, მხარი არ დაუჭირეს მუნიციპალიტეტის მერიაში პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცრის შტატის დამატებას, რომლის ვალდებულებაც კანონითაა განსაზღვრული.
,,პერსონალური მონაცემების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის თანახმად ,,საჯარო დაწესებულება, სადაზღვევო ორგანიზაცია, კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საკრედიტო ბიურო, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია, ავიაკომპანია, აეროპორტი, სამედიცინო დაწესებულება, აგრეთვე დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი, რომელიც ამუშავებს დიდი რაოდენობით მონაცემთა სუბიექტების მონაცემებს ან ახორციელებს მათი ქცევის სისტემატურ და მასშტაბურ მონიტორინგს, ვალდებული არიან დანიშნონ ან განსაზღვრონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.“ კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა ისჯება 3000 ლარის ოდენობის ჯარიმით.