„ქართული ოცნება“ – ბიძინა ივანიშვილს კორონავირუსი გაურთულდა და მკურნალობის კურსს გადის – მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს 2 კვირის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც პრესსამსახური განმარტავს, პარტიის თავმჯდომარეს კორონავირუსი გაურთულდა და ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის, რის გამოც ქართველი ოლიპიელების მიმართ მისალოცი წერილის გამოქვეყნება დაგვიანდა.
„ამჟამად, ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.