ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ 80 წელს აღნიშნავს – მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი კულტურის სფეროს მხარდაჭერას განაგრძობს.

წელს, ქართული ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილები“ 80 წლის გახდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, 13 და 14 ივნისს, 20:00 საათზე თბილისის საკონცერტო დარბაზში წარმოდგენილი იქნება წლების განმავლობაში “სუხიშვილების“ მიერ შექმნილი საუკეთესო კომპოზიციები, რომელთა მეშვეობით მაყურებელს კიდევ ერთხელ ექნება შესაძლებლობა, იმოგზაუროს ქართული ტრადიციული ცეკვის სამყაროში, რომელიც გამდიდრებულია თანამედროვე ელემენტებით.  – ქართული ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილების” მთავარი მხარდამჭერია.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ვებგვერდებზე: biletebi.ge და tkt.ge

ექსკლუზიურად მომხმარებლებისთვის, 1 ივნისამდე იმოქმედებს წინასწარი გაყიდვები. SOLO ბარათის მფლობელები ისარგებლებენ 10%-იანი ფასდაკლებით, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება როგორც წინასწარი გაყიდვების, ასევე 1 ივნისის შემდგომ პერიოდში.