ქართული კარტოფილის ექსპორტი 30-ჯერ გაიზარდა – მთავარი ბაზარი რუსეთია

ქართული კარტოფილის ექსპორტი 30-ჯერ გაიზარდა – მთავარი ბაზარი რუსეთია
2025 წლის 1 იანვრიდან 3 მარტის ჩათვლით საქართველოდან 27.5 ათასი ტონა კარტოფილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 8.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2024 წლის ანალოგიურ პერიოდში, კარტოფილის, მცირე რაოდენობა – 932 ტონა იყო ექსპორტირებული.
ქართული კარტოფილის ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია რუსეთი (14 049 ტონა), აზერბაიჯანი (10 534 ტონა) და სომხეთი (2 183 ტონა).
ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

კონტრაქტორ კომპანიას არ გააჩნდა ნებართვა ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე კონკრეტული სამუშაოების ჩასატარებლად – ვამზადებთ მასალებს, რომელიც საგამოძიებო ორგანოს გადაეგზავნება – მუნიციპალური განვითარების ფონდი