ქართულად ამღერებული ჩინელი ბავშვები – როგორ ისწავლეს ქართულ კულტურაზე შეყვარებულმა ბავშვებმა ინოლა გურგულიას სიმღერა ჩინეთში -“კურიერი პიესის” რეპორტაჟი პეკინიდან

“აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ, იმიტომ რომ მზე ვარ მზე ვარ” – ჩინელი ბავშვები ქართულად ამღერდნენ და ნამღერით ყველა გააოცეს. სიტყვების მნიშვნელობა ჯერ არ იციან. ისინი საკუთარს მიამსგავსეს და დამახსოვრებაც ასე უფრო გაუმარტივდათ. სახალისო ქართულმა ჰანგებმა პატარა ქვეყნიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით ჩრდილოეთის დედაქალაქამდეც მიაღწია და ჩინელი ბავშვები ქართველებივით აამღერა.
ჩინეთის ყველაზე დიდი ბავშვთა გუნდი ჩინური იეროგლიფებით დაწერილ ქართულ სიტყვებს მარტივად ითვისებს. სიმღერაც და ტექსტიც მალევე შეისწავლეს. სკოლაში სპეციალური ჯგუფია შექმნილი, სადაც ქართულ მრავალხმიანობას ასწავლიან. ამ სკოლაში ყოველდღე, ქვეყნის მასშტაბით, 2 000-ზე მეტი მოსწავლე დადის, პეკინიდან კი – 1000-მდე. მათი მასწავლებელი გვიყვება, რომ ქართულად ასამღერებლად პატარებმა მონდომება არ დაიშურეს.
პატარა ელჩებმა მონდომება არ დაიშურეს არც საქართველოდან ჩინეთში ჩასული “კურიერი პიესის” გადამღები ჯგუფისთვის. ბავშვები ჩინურად ალაპარაკებასაც შეეცადნენ და – არცთუ ისე უშედეგოდ.
ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც, რამდენიმე თვის, წინ ჩინეთში წასულ ახალგაზრდა ელჩს თამარ ქვლივიძეს იდეა დაებადა, რომ ადგილობრივებისთვის ქართული სიმღერა ესწავლებინა. გასულ წელს, როცა ჩინეთის ერთ-ერთმა ტელევიზიამ საქართველოს შესახებ გადაცემის მომზადება გადაწყვიტა, სტუმრად მყოფ ქართველ დიპლომატს მასპინძლებმა სიურპრიზი მოუწყვეს და ბავშვები, ყველასათვის მოულოდნელად, ქართულ ენაზე ამღერდნენ. პატარებს დიდებიც აჰყვნენ.
ჩინელი ბავშვები სკოლაში ქართული ენისა და კულტურის კიდევ უფრო უკეთ შესწავლას აპირებენ. “კურიერი პიესის” გადამღებმა ჯგუფმა ისინი, სტუმრად, საქართველოში დაპატიჟა. როდის ჩამოვლენ, არავინ იცის, თუმცა აქ ჩამოსულებისთვის ქართული სიტყვები და მრავალხმიანობა უკვე მშობლიურივით ნაცნობი იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, უხვი ნალექის გამო შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, შესაბამისი სამუშაოები ხორციელდება. პარალელურად, მიმდინარეობს მიყენებული ზარალის აღრიცხვა

პრემიერი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე – გამოძიება დაიწყო მყისიერად და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დეტალის დადგენა, რაც შეიძლება ამ ფაქტს უკავშირდებოდეს, ყველაფერი უნდა იყოს დეტალურად შესწავლილი