ქართველ ხალხს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და დაცვა არ სჭირდება იმისგან, რომ უცბად კაცს კაცი შეუყვარდეს და ქალს – ქალი

ამ წუთას არ ვიცი, არ მინახავს და წაუკითხავ კანონს ვერც დავეთანხმები და ვერც უარვყოფ, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, მმართველი გუნდის საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.
„მიგვაჩნია, რომ ქართველ ხალხს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და დაცვა არ სჭირდება იმისგან, რომ პროპაგანდამ ტვინი არ აუმღვრიოს და უცბად კაცს კაცი შეუყვარდეს და ქალს – ქალი“, – აღნიშნა ხვიჩიამ.
„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“.
განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა. უმრავლესობის ლიდერის თქმით, კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება და პარლამენტში ინიცირება.

ასევე დაგაინტერესებთ