ქართველ და სხვა ქვეყნების აკაცუკებს კიდევ ერთი საერთო აქვთ – ხელისუფლების ცვლილების წარუმატებელი მცდელობები

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში რადიკალური ოპოზიციის მიერ ხელისუფლების ცვლილების წარუმატებელ მცდელობებს მიმოიხილავს. „უკანასკნელი 15 წლით შემოვიფარგლე და შემიძლია სიამაყით გითხრათ, რომ „ამ ნომინაციაშიც” საქართველო უპირობო ლიდერია. ნომინაცია ეხება იმ შემთხვევებს, როცა ოპოზიციურმა ძალებმა ს შემდეგ ხმამაღლა განაცხადეს, რომ „გაანადგურებდნენ” მოქმედ ხელისუფლებას და აიღებდნენ ქვეყნის მართვას, თუმცა ყველაფერი დასრულდა სრული ფიასკოთი. ჩვენს მერეც მოდიან ნომინანტები, მაგრამ არა ისეთი მრავალჯერადი „წარმატებით”, საქართველოს რომ ახასიათებს. თუმცა ამ ნომინანტების „ბუკეტი” საოცარ შეხამებაში მოდის ქართველ აკაცუკებთან: – ჩვენი ოპოზიციის ფროიდისეულ/პლატონური შეყვარების მუდმივი საგანი. სწორედ მანდ, 2011-2012 წლების საპროტესტო ტალღამ (2012 წლის საპრეზიდენტო ს შემდეგ), ქუჩაში ათი ათასობით ადამიანი მოაბილიზა.

ვინაიდან სთვის აქციონერთა ეს რაოდენობა ადამიანური რესურსის პირდაპირპროპორციულია, რეჟიმის შეცვლამდე იქ საქმე არ მივიდა – პროტესტის ენერგია სწრაფადვე მიილია და აქცია დაიშალა; ირანი და ე.წ. „მწვანე მოძრაობა“ – 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ, მირ-ჰოსეინ მუსავისა და მისი მხარდამჭერების გარშემო, ფართომასშტაბიანი გამოსვლები დაიწყო. ისინი ამბობდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა და რეჟიმი უნდა ჩამოშორებულიყო, თუმცა ხელისუფლების ძალისხმევამ ოპოზიციის სრული მარგინალიზაცია გამოიწვია; ბელარუსი – ჩვენი აკაცუკების არანაკლებად „ფანტომური ტკივილი”, თავისი „სალომე-პრეზიდენტის” ავატარით – პარალელური ლეგიტიმაციის მქონე სვეტლანა ტიხანოვსკაიათი. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ოპოზიციამ მასშტაბური აქციები გამართა, რომლის მიზანიც იყო ალექსანდრე ლუკაშენკოს დამხობა.

ქუჩებში ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა, მაგრამ, საბოლოოდ, ბელარუსს ლუკაშენკო შერჩა საკუთარ სამშობლოში, ხოლო ოპოზიციას – ტიხანოვსკაია ემიგრაციაში; ვენესუელა – და ხუან გუაიდოს მცდელობა (2019), „დროებით პრეზიდენტად” გამოეცხადებინა თავი, რა დროსაც არმიისა და ხალხის მობილიზებას ცდილობდა. მიუხედავად დასავლეთის გარკვეული მხარდაჭერისა, ძალაუფლების გადაბარება ვერ მოხერხდა – ნიკოლას მადურომ შეინარჩუნა კონტროლი არმიაზე და სახელმწიფო ინსტიტუტებზე; ჰონგ-კონგი – სადაც 2019 წელს დაიწყო საკმაოდ ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები ექსტრადიციის კანონთან (რუსულთან?) და უფრო ფართო პოლიტიკურ მოთხოვნებთან დაკავშირებით. მიუხედავად ხანგრძლივი ბრძოლებისა და საერთაშორისო მხარდაჭერისა, ხელისუფლების ცვლილება ვერ მოხერხდა. პირიქით, მიღებულ იქნა ეროვნული უსაფრთხოების კანონი (ასევე, რუსული?), არეულობის ლიდერები დააპატიმრეს და პროტესტი მკვეთრად შეიზღუდა. ამ ნომინანტებს და მათ წარუმატებლობას რამდენიმე საერთო ფაქტორი აერთიანებს: არმიის, პოლიციისა და უსაფრთხოების სტრუქტურების მხარდაჭერის არარსებობა; კანონიერების ფარგლებში ხელისუფლების სიმკაცრე; შიდა დაპირისპირება ოპოზიციურ მოძრაობებში; საერთაშორისო ფაქტორები, რომლებიც ხშირად ვერ გარდაიქმნება ძალაუფლების ცვლილების მიღწევის „ტრიგერებად” და ა.შ. ასეა თუ ისე, აღნიშნულ ნომინაციაში ჩვენს უპირობო ლიდერებს კი „ეზარებათ” თავისი კოლეგების წარუმატებელი გამოცდილების შესწავლა, მაგრამ, ამაშიც რომ დავეხმაროთ, ჩვენგან რა მიდის?“, – წერს დავით ქართველიშვილი.

ცნობისათვის, რას ნიშნავს აკაცუკი, იხილეთ აქ

ასევე დაგაინტერესებთ

თბილისის ფინანსური სამიტი ხელს შეუწყობს რეგიონულ თანამშრომლობას ფინანსური სერვისების განვითარების მიმართულებით, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, საქართველო, ფინანსური ტექნოლოგიების ჰაბი გახდეს

ბიძინა ივანიშვილს აქვს უკომპრომისო დამოკიდებულება კორუფციის მიმართ, მე პირადად ვაგებ პასუხს, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად და ეს არის შემდგარი ფაქტი, 2 წლის განმავლობაში როდესაც ვერ გვიჩვენებთ ვერც ერთ აქტს, ტენდერს, პრივატიზაციას, სადაც არის კორუფციის ნიშნები, ეს ნიშნავს იმას, რომ რადიკალური ნაბიჯები გადავდგით

როდესაც რუსთაველის გამზირზე, სრული მობილიზაციის პირობებშიც კი გამოსულია 300 ქართველი ხალხი, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალური აქცია, ამას არ შეიძლება, ეწოდოს პროტესტი