ქართველმა წყვილმა სინქრონულ ხტომაში ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

პორტუგალიაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. სინიორებს შორის სინქრონულ ხტომაში მარიამ რაგიმოვასა და ანანო აფაქიძის წყვილმა ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა. ფინალში ბატუტზე მხტომელები დაგროვებული 47.280 ქულით ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატზე მარიამ რაგიმოვამ და ანანო აფაქიძემ გუნდურ ასპარეზობაში, ლუბა გოლოვინასთან და თეონა ჯანჯღავასთან ერთად, ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ისტორიული გამარჯვება მოუტანა გოგონათა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ნინო ქორიძის, ანა ლაპიაშვილისა და მაია ბოჭორიძის შემადგენლობით. ქართველმა ბატუტზე მხტომელებმა გუნდური ასპარეზობა ოქროს მედლებით დაასრულეს. ახალგაზრდებს შორის სინქრონულ ხტომაში მაია ბოჭორიძისა და ანა ლაპიაშვილის წყვილმა ევროპის ჩემპიონობაც ზედიზედ მეორედ იზეიმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ავთანდილ წულაძე – ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე

კაია კალასი – რუსეთს ომის მალე დასრულება არ სურს – მოსკოვი ამ ომს იქამდე არ დაასრულებს, სანამ არ მიხვდება, რომ მისი გაგრძელება არ შეუძლია, ასე რომ, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს