ქართველმა პარლამენტარებმა მითხრეს, NGO-ების მხარდამჭერ რუსებს გავყრითო – სოლოვიოვი

რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ სოლოვიოვი 15 მაისს საკუთარ გადაცემაში ირწმუნებოდა, რომ ის რამდენიმე ქართველ პარლამენტარს ესაუბრა და უთხრეს, რომ საქართველოში გადმობარგებული რუსების ქვეყნიდან გაყრას აპირებენ, რადგან ისინი საპროტესტო აქციებზე გამოდიან.
“გადაბარგებულებთან პრობლემები აქვთ. დღეს საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს ვესაუბრებოდი და თქვეს, რომ მათ ქვეყნიდან გავყრით, რადგან ისინი აქტიურად გამოდიან სწორედ ამ არაკომერციული ორგანიზაციების მხარეს, ამიტომაც გავყრითო.” – თქვა სოლოვიოვმა.
აქამდე სოლოვიოვმა აღნიშნა, რომ ის ესაუბრებოდა ერთ-ერთი ქართული პარტიის წარმომადგენელს.
“სწორედ დღეს ერთ-ერთი ქართული პარტიის წარმომადგენელთან ვლაპარაკობდი, მან მომიყვანა მონაცემები, რომლებმაც გამაოცა. 20 000, 20 000 არაკომერციული ორგანიზაცია. სწორედ იმ ხალხს, ვინც გამოდიან და ისე იქცევიან, რაზეც ამერიკაში დიდხნიანი სასჯელია, მხარს უჭერს ევროპა. რა თქმა უნდა, ეს ორმაგი სტანდარტებიც არაა.” – თქვა რუსმა პროპაგანდისტმა.
მას შემდეგ, რაც ში სრულმასშტაბიანი არაპროვოცირებული ომი დაიწყო საქართველოში სა და ბელარუსის მრავალი მოქალაქე შემოვიდა. მათი ნაწილი აქ საცხოვრებლად დარჩა. რუსების მეორე დიდი ნაკადი ქვეყანაში მაშინ ჩამოვიდა, როცა 2022 წლის 21 სექტემბერს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.