ქართველმა ადამიანმა რა ქარტეხილები გადაიარა. ამდენი წვალების შემდეგ დგას ფეხზე მყარად, იცავს თავის სარწმუნოებასაც, იდენტობასაც, ღირებულებებსაც, ენასაც

ქართველმა ადამიანმა რა ქარტეხილები გადაიარა. ამდენი წვალების შემდეგ დგას ფეხზე მყარად, იცავს თავის სარწმუნოებასაც, იდენტობასაც, ღირებულებებსაც, ენასაც, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა „ქრონიკისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
პრეზიდენტმა ისაუბრა ქართველი ერის ღირებულებების შესახებ.
„ძალიან მტკიცედ გვაქვს ქართველებს – რას ნიშნავს ჩვენთვის ოჯახი, ენა, მამული, სარწმუნოება – ეს ჩვენი დიდი საუნჯე, რომელიც დიდმა ილიამ დაგვიტოვა და რაზეც უნდა ვიყოთ დაფუძნებული, ამის გარეშე არ არსებობს ჩვენი ერი და არ შეიძლება, არსებობდეს. ეს საუნჯე არის გასაფრთხილებელი იმ გამოწვევებში, რომლებიც ამ გლობალურმა იდეოლოგიამ შემოიტანა. როცა ვამბობთ, ვინ ვართ, ჩვენი იდენტობა რას წარმოადგენს, საიდან მოდის, რა არის ჩვენი ხასიათი, ამაზე გვქონდეს აქცენტი, ეს დავიცვათ და ეს წარმოვაჩინოთ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ახალ წელს ტრადიციულად, ოჯახში შეხვდება.
„საქართველოში ახალი წელი ყველასთვის დიდი დღესასწაულია და ამას მგონი, პრეზიდენტობა ვერ შეუშლის ხელს. ტრადიციას არ დავარღვევთ და როგორც აქამდე ვხვდებოდით – ოჯახში, ჟრიამულში, ერთმანეთისთვის საჩუქრების გადაცემით აღვნიშნავთ ახალ წელს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მას გზავნილი აქვს აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისთვისაც.
ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ეს ომის იარები მოვიშუშოთ და ამ ერთიან სახელმწიფოში დავიწყოთ თანაცხოვრებაც და განვითარებაც, როგორც საუკუნეების განმავლობაში ვახერხებდით ამას. ეს შესაძლებელია, ჩვენ ამის გვწამს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი მიზანი საზოგადოების გაერთიანებაა.
„შეიძლება, რომელიმე ქვეყანას აბსოლუტურად სხვა ინტერესი ჰქონდეს შენთან მიმართებაში, მაგრამ სუსტი მხარე დაინახოს და ფიქრობდეს – „პოლარიზაცია გამოვიწვიო და არ მივცე საშუალება ქართველ ერს, რომ ისინი გაერთიანდნენ“. სწორედ აქ დავინახე როლი პრეზიდენტის ინსტიტუციის, რომ ხელოვნურად შემოტანილ, პოლარიზაციის თემებს დავუპირისპირდე, რომელიც საზოგადოების გაერთიანებას ხელს უშლის“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში დანიას ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, ეს მართლაც შემაშფოთებელია

ირაკლი კობახიძე – ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში, მადლობას ვუხდი აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც საქართველოსთან სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო

ირაკლი კობახიძე – ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია, მათთვის ფასეულობებს აღარ აქვს მნიშვნელობა

ლოგიკურია, რომ ის ევროპარლამენტარი, რომელიც უპირისპირდება საქართველოში მედიის თავისუფლებას, იმავდროულად ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც, სააკაშვილი თუ რაიმეთი იყო გამორეული, ერთ-ერთი იყო მედიის თავისუფლების მიმართ უდიერი დამოკიდებულება