ქართველი ხალხი საკმაოდ ჭკვიანია იმისთვის, რომ უმრავლესობაში აირჩიოს ისეთი პოლიტიკური გუნდი, რომელიც რაციონალურ გადაწყვეტილებებსაც მიიღებს და მთავრობასაც დააკომპლექტებს – ნინო წილოსანი

ქართველი ხალხი საკმაოდ ჭკვიანია იმისთვის, რომ უმრავლესობაში აირჩიოს ისეთი პოლიტიკური გუნდი, რომელიც რაციონალურ გადაწყვეტილებებსაც მიიღებს და მთავრობასაც დააკომპლექტებს – ნინო წილოსანი
„საბედნიეროდ ქართველი ხალხი საკმაოდ ჭკვიანია იმისთვის, რომ უმრავლესობაში აირჩიოს ისეთი პოლიტიკური გუნდი, რომელიც რაციონალურ გადაწყვეტილებებსაც მიიღებს და მთავრობასაც დააკომპლექტებს“-ასე უპასუხა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რომ „მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებას ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მხარს არ დაუჭერს“
ნინო წილოსანის თქმით, მთავრობის დაკომპლექტებაში მმართველ გუნდს არ სჭირდება ოპოზიციის დახმარება.
„მმართველ გუნდს არ სჭირდება ოპოზიციის დახმარება იმაში, რომ მთავრობა დავაკომპლექტოთ და გავაგრძელოთ ქვეყნის განვითარება ისე წარმატებით, როგორც ახლა მიმდინარეობდა, თუმცა თავისთავად ოპოზიცია თავისი მონაწილეობით ან არ მონაწილეობით კიდევ ერთხელ დაადასტურებს საკუთარ მიზნობრიობას და გაუმართლებლობას საპარლამენტო ცხოვრებაში“- განაცხადა ნინო წილოსანმა.
Next: გიორგი, განხილვის გაგრძელებას არ ვაპირებ, ნახვამდის! – ტვ პირველის ჟურნალისტისა და გიორგი ჩალაძის კამათი

ასევე დაგაინტერესებთ

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, წიგნების – „აჭარა უძველესი დროიდან თანამედროვეობამდე“ და „ეთნოგრაფიული აჭარა“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძესთან ერთად დაესწრო

სცენარი 2 – „არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლილება“ უკვე სრულად იყო ჩაშვებული ასამოქმედებლად და აქ უკვე საჭირო იყო კარგი მიზეზების მოძებნა რაც შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ